თვეში 15 000 ევროს უხდიან - პორტუს ტიტულის მოგებაში ნათელმხილველი ეხმარება
Aa
Aa

თვეში 15 000 ევროს უხდიან - პორტუს ტიტულის მოგებაში ნათელმხილველი ეხმარება

პორტუგალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Abola იუწყება, რომ „პორტუს“ პრეზიდენტი, ჟორჟე ნუნუ პინტუ და კოშტა ყველაფერს აკეთებს, რათა მიმდინარე სეზონში მისმა კლუბმა წარმატებას მიაღწიოს და ქვეყნის ჩემპიონი გახდეს.

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემის მიხედვით, „დრაკონების“ პირველმა პირმა „ჯადოქარი“ დაიქირავა და იგი კლუბის მომსახურე პერსონალის რიგებში „ექიმად“ გააფორმა. „პორტუ“ მადალენა აროსოს ყოველთვიურად 15 000 ევროზე მეტს უხდის და იგი ნათელმხილველი გახლავთ, რომელსაც მომავლისა და მატჩების შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლია.

Abola-ს ცნობით, აროსო პორტუგალიურ გრანდს ზაფხულში შეუერთდა და კლუბის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. საინტერესოა, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ „პორტუს“ ქომაგებმა განარისხა, რადგან აროსო „დრაკონებში“ მომუშავე პერსონალის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია.

ცნობისთვის, მსგავსი რამ პორტუგალიაში პირველად არ ხდება. 2017 წელს, „პორტუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ფრანცისკო მარკესმა „ბენფიკას“ მაშინდელი პრეზიდენტი, ლუის ფილიპე ვიეირა ტიტულის მოსაგებად ჯადოქრობის გამოყენებაში დაადანაშაულა. იმ სეზონში „არწივებმა“ წარმატებას მართლაც მიაღწიეს, მაგრამ მარკესის სიტყვებს ყურადღება ბევრმა არ მიაქცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ქომაგობისთვის'' - ტალახაძის პირველი კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ
''დიდი მადლობა ქომაგობისთვის'' - ტალახაძის პირველი კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ