ბუფონმა დღესდღეობით საუკეთესო მეკარეები დაასახელა
Aa
Aa

ბუფონმა დღესდღეობით საუკეთესო მეკარეები დაასახელა

43 წლის ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა თავის მომავალზე და ამჟამად მსოფლიოში გამორჩეულ მეკარეებზე ისაუბრა.

„მექსიკაში ან აშშ-ში გადასვლა და ფეხბურთის თამაში მინდა. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც მაინტერესებს. მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ.

არ ვიცი გავხდები თუ არა მწვრთნელი. მე ყოველთვის მინდა განვითარება.

ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, კონკურენტუნარიანს მხდის. მე რომ ვიყო ამ თასის მფლობელი, მაშინ ალბათ დიდი მიზნები აღარ მექნებოდა, კარიერას დავასრულებდი.

საუკეთესო მეკარეები დღეს? ობლაკი, კურტუა, დონარუმა, ნოიერი, ტერ შტეგენი და ნავასი. მე მათ ყველას ერთ დონეზე ვაყენებ, მაგრამ ჯანლუიჯის დანარჩენების გადასწრება ფაქტობრივად ერთ წელიწადში შეუძლია. მას აქვს პოტენციალი, რომელიც სჭირდება“,

- თქვა ბუფონმა TUDN-თან ინტერვიუში.

„ჯიჯი“ ბუფონმა“ მიმდინარე სეზონში სერია ბ-ში „პარმას“ რიგებში უკვე 18 მატჩის ჩატარება მოახერხა, რომელთაგან 6-ში კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლის უცნაურად აღნიშნვნა - ბალოტელი არ იცვლება
გოლის უცნაურად აღნიშნვნა - ბალოტელი არ იცვლება