ორი ქართველი მალტაზე - ნიქაბაძე გუჯა იუნაიტედში ითამაშებს
Aa
Aa

ორი ქართველი მალტაზე - ნიქაბაძე გუჯა იუნაიტედში ითამაშებს

ბათუმის ''დინამოს'' ექს-ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე კარიერას მალტის ჩემპიონატში, კლუბ ''გუჯა იუნაიტედში'' გააგრძელებს. ინფორმაცია Twitter-ში ფეხბურთელმა ნიკოლოზ აფაქიძემ გაავრცელა.

2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ''გუჯა იუნაიტედში'' კიდევ ერთი ქართველი შემტევი, ნიკა ძალამიძე ჩაირიცხა. ასე რომ, აღნიშნულ კლუბში ორ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ.

ძალამიძემ ახალ გუნდში სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 12-გუნდიან ჩემპიონატში ძალამიძისა და ნიქაბაძის გუნდი მე-9 ადგილზეა, ბოლო სამი მატჩი მოიგო.

ნიქაბაძისთვის ''გუჯა იუნაიტედი'' მეორე უცხოური კლუბია, 31 წლის ფორვარდი  2012-13 წლებში ლიეტუვის ჩემპიონატში თამაშობდა, კლუბ ''ბანგას'' შემადგენლობაში 32 მატჩში 5 გოლი შეაგდო. მას ასევე უთამაშია ლანჩხუთის ''გურიაში'' (2014), ''ალაზანში'' (2014-15), ფოთის ''კოლხეთში'' (2016), ''თელავში'' (2018), მარტვილის ''მერანსა'' (2019) და თბილისის ''მერანში'' (2020).

2019 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მარტვილის ''მერანის'' რიგებში 33 მატჩში 26 გოლი შეაგდო. მის კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი იყო.

2021 წელს ბათუმის ''დინამოსთან'' ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა, 22 თამაშში 4 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები