საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა
Aa
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრაში პორტუგალიას მიხეილ მესხზე უმასპინძლა და დაძაბული, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩი, ფრედ, ანგარიშით - 25-25 დაასრულა. ეს მესამე ფრეა, რომელიც ამ გუნდებს შორის გამართულ 23 შეხვედრაში (16 მოგება) დაფიქსირდა: 2006 წელს პორტუგალიას, ლისაბონში (11-11), 2009 წელს კი თბილისში (20-20) ვეთამაშეთ.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

სარეიტინგო კუთხით აღნიშნული ფრე ,,ბორჯღალოსნების" სასიკეთო არ გამოდგა. ჩვენმა გუნდმა რაგბის მსოფლიო რეიტინგში 1 ადგილი დაკარგა, მე-12 პოზიცია სამოას დაუთმო და თავად 72.72 ქულით მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიო რეიტინგში მაისაშვილის გუნდთან ყველაზე ახლოს იტალია (70.51) და რუმინეთი (67.91) იმყოფებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს და ამსტერდამში, ნიდერლანდებს ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შარიქაძე ქომაგებს: „ჩავთვალეთ, რომ საპატიო წრის დარტყმა არ გვეკუთვნოდა“
შარიქაძე ქომაგებს: „ჩავთვალეთ, რომ საპატიო წრის დარტყმა არ გვეკუთვნოდა“