თორნიკე შენგელია: „ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება
Aa
Aa

თორნიკე შენგელია: „ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს დატოვებაზე კომენტარი გააკეთა. ქართველი კალათბურთელი კლუბს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ მისი წასვლა კალათბურთთან არაა დაკავშირებული.

„მინდა, გაწეული სამუშაოსთვის და ჩემ მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების გამო ცსკა-ს მადლობა გადავუხადო. ასევე, მსურს, ანდრეი ვატუტინისა და ნატალია ფურაევას მისამართით მადლიერება გამოვხატო. ვისარგებლებ მომენტით და მადლობას გადავუხდი დიმიტრის იტუდისს, სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ყველა თანამშრომელს. ჩემს თანაგუნდელებს რაც შეეხებათ, რომლებიც სეზონ-ნახევრის განმავლობაში ჩემთან ერთად გუნდში იყვნენ, ვამაყობ, რომ როგორც გასახდელში, ისე პარკეტზე მათ მხარდამხარ ვიყავი.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება გიწევს და მე ეს გავაკეთე. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რაც მომავალში მელოდება. მადლობა ყველას.“

შეგახსენებთ, რომ შენგელია კარიერას იტალიურ ვირტუს ბოლონიაში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა თავად, სოციალური ქსელით გაავრცელა და განაცხადა, რომ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუს ბოლონიას დირექტორი: ,,სიტყვები არ მაქვს, შენგელიას დამატება დიდი ნაბიჯია
ვირტუს ბოლონიას დირექტორი: ,,სიტყვები არ მაქვს, შენგელიას დამატება დიდი ნაბიჯია"