რაულის მე-1000 დღე რეალ მადრიდ კასტილიაში და გზა პირველი გუნდისკენ
Aa
Aa

რაულის მე-1000 დღე რეალ მადრიდ კასტილიაში და გზა პირველი გუნდისკენ

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო თავისი სამწვრთნელო კარიერაში წინსვლას განაგრძობს.

16 მარტს რაულს „რეალ მადრიდ კასტილიასთან“ ერთად მე-1000 სამუშაო დღე ჰქონდა. გონსალეს ბლანკომ „სამეფო კლუბის“ ახალგაზრდული გუნდი 2019 წლის 20 ივნისს ჩაიბარა.

რაულმა „კასტილიას“ 79 მატჩში უხელმძღვანელა. მისი ბალანსი ასეთია - 31 მოგება, 23 ფრე, 25 მარცხი. გოლების რაოდენობა 121 გატანილი და 100 გაშვებული.

რაულის ხელში პროფესიონალურ დონეზე გადასვლა ვიქტორ ჩუსტმა, მიგელ გუტიერესმა, არიბასმა, მარვინმა, ანტონიო ბლანკომ, უგო დურომ, სანტოსმა და პიტერმა შეძლეს. და თან ეს საკმაოდ მოკლე ვადებში მოხდა.

ჯამში რაულის ხელში 55-მა ფეხბურთელმა გაიარა, რომელთა უმრავლესობას პროგრესი და წინსვლა ჰქონდა. ბევრმა მათგანმა Juvenil B-დან Juvenil A-ში ნახტომი გააკეთა.

ბოლო ტურში რაულის „კასტილიამ“ „ატლეტიკოს“ ახალგაზრდულ გუნდს 5:2 მოუგო.

ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ რაული „რეალის“ მომავალი მთავარი მწვრთნელი გახდება. საკმარისი გამოცდილების მიღების შემდეგ, „სამეფო კლუბს“ ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო და უფრო უმატებს, თასის ფინალში თამაშს იმსახურებს
„უფრო და უფრო უმატებს, თასის ფინალში თამაშს იმსახურებს" - ვალენსიას ლეგენდა მამარდაზე