ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

აქილევსის მყესმა შეაწუხა - კიტეიშვილს გამოკვლევა ჩაუტარდება

ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში გრაცის „შტურმი’’ შინ ვენის „აუსტრიასთან’’ 0:1 დამარცხდა. ეს შეხვედრა გრაცული კლუბის ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის გამო გამოტოვა, მას აქილევსის მყესმა შეაწუხა. ამ ეტაპზე უცნობია რა დროის გამოტოვება მოუწევს ქართველ შემტევს. სავარაუდოდ, მოედანს მალე დაუბრუნდება და ნოემბრის სანაკრებო მატჩებს მზადყოფნაში შეხვდება.

CrystalSport-ის ცნობით, დღეს 27 წლის ქართველი ნახევარმცველი ზალცბურგში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. გამოკლევის შემდეგ გამოიკვეთება მოუწევს თუ არა პაუზის აღება და თუ მოუწევს, რამდენი დღით.

ოთარ კიტეიშვილი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. გასული სეზონებისგან განსხვავებით მძიმე ტრავმებს არ უჩივის, სტაბილურად თამაშობს, რაც მის პროდუქტიულობაზე დადებითად აისახა. ამ სეზონში „შტურმის’’ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას კვიპროსის ნაკრებს ძლიერი დარტყმით კარგი გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები