ლაშა ტალახაძის ახალი სვირინგი ხელზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აკვირდება
Aa
Aa

ლაშა ტალახაძის ახალი სვირინგი ხელზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აკვირდება

ქართველი ძალოსანის, მსოფლიოსა (2 გზის) და ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის მიერ ხელზე გაკეთებულმა ახალმა სვირინგმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

"facebook"-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტალახაძის სვირინგის ფოტო გამოაქვეყნა. ქართველ რეკორდსმენ ძალოსანს ხელზე საქართველოს რუკა აქვს ამოსვირინგებული.

ამ ფაქტს მოქალაქეებში დიდი გამოხმაურება ჰქონდა და რა თქმა უნდა, ის ყველა მათგანმა მოიწონა.

"ამაზე მკაფიოდ რანაირად უნდა დააფიქსირო, ვინ ხარ, საიდან ხარ და რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შენია". - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ლაშა ტალახაძემ აშშ-ში გამართულ ზალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და პლიუს რეკორდიც დაამყარა. ქართველმა სპორტსმენმა 220 კილოგრამი დააფიქსირა და თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

ცხელი ამბები