​საუკეთესო პალტოები: იყიდეთ ახლა და გამოიყენეთ სამუდამოდ!

ამ სეზონზე პალტო ყველაზე მნიშვნელოვანი ტანისამოსია: ჩაცმულობაში პირველად სწორედ მას ამჩნევენ. პრაქტიკული ფუნქციის გარდა, ესთეტიკურადაც მშვენიერია - ის ჩაცმულობას მთლიანობის იერს სძენს და წარმოაჩენს როგორც სტილს, ასევე თქვენს პიროვნებას.

სადა ან ფერადი, პალტო ჩაცმულობის საბოლოო დეტალია: ყოველდღიური დახვეწილი იერისთვის კრემისფერ მოდელს ვირჩევთ, ქუჩის სტილისთვის ვუხამებთ კედებს, ხოლო როკული ჩაცმულობისთვის მას ჩექმებს ვამატებთ. გრძელი პალტო კლასიკადაა ქცეული - სიგრძე ეშვება ან კოჭებამდე, ან მუხლს ქვემოთ. ამ მოდელებს ზუსტი ჭრილები აქვთ და იმდენად მოდურები არიან, რომ დროს თავისუფლად უძლებენ. ორნამენტებიანი ან სადა, გრძელი პალტო შესანიშნავი მოკავშირეა ჩვენი ზამთრის ჩაცმულობისთვის: თბილი, ელეგანტური და სიცივისგან დაცვის გარანტია. ეს მოდელები შესაფერისია როგორც ქალაქში სეირნობისთვის, ასევე ოფიციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად. ნეიტრალური პალტოს ტონები მარტივად ერგება ჩვენს ყოველდღიურ სტილს. ხშირად ერთფეროვანი ზამთრის გარდერობის შუაგულში ტარტანი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს. შემოდგომა-ზამთრის გარდერობი კლასიკის სინონიმია, მარადიული სილუეტების წყალობით ის ერთ – ერთ საუკეთესო სეზონურ ინვესტიციად რჩება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ატარო. დახვეწილი ესთეტიკა, რომელშიც სტილი დეტალებში იმალება - მაგალითად, ქამარი ხაზს უსვამს წელის ხაზს, ხოლო ელეგანტური ორმაგი შესაკრავი ჩაცმულობას დახვეწილობას სძენს.

შემოდგომა-ზამთარი 2020 წლის კოლექცია გთავაზობთ მრავალფეროვან მაღალხარისხიან პალტოებს. ფერების პალიტრა იწყება ტრენდული მდოგვისფერისა და ნარინჯისფერით და გრძელდება კლასიკური შავით, წითელით, კრემისფერითა და თეთრით. მათთვის, ვისაც უყვარს ორნამენეტები, გვაქვს ტარტანის სანახაობრივი ვარიაციების მოდელებიც. შეარჩიეთ სასურველი პალტო აქ!

pictograms