როგორ შევქმნათ ყვავილნარი?
19/04/2021
yvavilebi-klumba

ყვავილები ლანდშაფტის დიზაინერების საუკეთესო მეგობრები არიან, ყველაზე უბრალო მცენარეც კი აცოცხლებს ნებისმიერ ინტერიერს, ექსტერიერსა და ლანდშაფტს. რა თქმა უნდა, ბუნება არის საუკეთესო დიზაინერი, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი პატარა სურნელოვანი ყვავილნარი. ახლავე დაიწყეთ, ჩვენ კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ.

დღეს მოგიყვებით ყვავილნარის ორ სახეობაზე - კლუმბზე და მიქსბორდერზე.

კლუმბი წარმოადგენს ყვავილების კომბინაციას. ამასთან გასათვალისწინებელია პროპორციები და ზოგ შემთხვევაში სიმეტრიაც, მარტივად რომ ვთქვათ, კლუმბი იქმნება ისე, რომ ნებისმიერი წერტილიდან პროპორციული ჩანდეს. როგორც წესი, კლუმბი ყვავილებისგან იწყობა.

მიქსბორდერი იქმნება მხოლოდ ერთი მხრიდან. ეს არის მშვენიერი გადაწყვეტილება, თუ თქვენ გაქვთ პატარა ცარიელი კუთხე, რომლის გალამაზება და შევსება გსურთ. მიქსბორდერი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ჯუჯა ხეებითა და სხვა მცენარეების შეხამებით.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ DIY პროექტები დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ფანტაზიასა და ხედვაზე, ყვავილნარიც არ არის გამონაკლისი. ახალი ქმნილებების მოყვარულთათვის კარგი გამოსავალია ერთწლიანი მცენარეების ჩარგვა.


რა არის საჭირო ყვავილნარის მოსაწყობად?

დავუშვათ, გაქვთ ადგილი. განსაზღვრეთ, როგორი  კონტური ექნება თქვენს ყვავილნარს. თუ გადაწყვიტეთ, რომ კლუმბას აწყობთ, შეარჩიეთ სწორი გეომეტრიული ფორმა - წრე, ოვალი, კვადრატი, მართკუთხედი და ა. შ. თუ არ ხართ პერფექციონისტი და ასიმეტრიული ფორმები მოგწონთ - მიქსბორდერი თქვენთვის იდეალურია.

კლუმბი. დავუშვათ, რომ თქვენ აწყობთ მრგვალ კლუმბს. მისთვის შეგიძლიათ აიღოთ მარადყვავილოვანი ბეგონია და გაამრავალფეროვნოთ დიზაინი მისი ფერებით. არსებობს  სამი ფერის ბეგონია - თეთრი, ვარდისფერი და წითელი. ლამაზი იქნება წრეწირის გაფორმება რაიმე უბრალო მცენარით, მაგალითად, ცინერარიათი. ცინერარიას პირდაპირ გრუნტში არ რგავენ, ჯერ ჩითილი კეთდება და როგორც კი მცენარე მიაღწევს საჭირო სიმაღლეს, შეგიძლიათ ჩარგოთ გრუნტში. ბეგონიის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიოლა ან ფურისულა, გაზანია, ნასტურცია (დედოფლის ყვავილი) ან ამ ყვავილებით შექმნათ სასურველი კომპოზიაცია.

მიქსბორდერი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მიქსბორდერი იქმნება თავისუფლად, სხვადასხვა მცენარეების კომბინირებით. შეგიძლიათ ააწყოთ კომბინაცია ბზით და რომელიმე წიწვოვანი მცენარით, ნაძვის ხით, მაგალითად (საახალწლოდ შეიძლება მისი მორთვაც). წინა მხარე შეგიძლიათ გაალამაზოთ ერთწლიანი ყვავილებით. თქვენი ყვავილნარი მზადაა.

მიქბორდერისთვის ასევე ლამაზი გადაწყვეტილებაა არა მხოლოდ დამოუკიდებელი მცენარეების ჩარგვა, არამედ თესლების მიქსის გამოყენებაც არ იქნება უადგილო. მიქსის გამოყენების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი ძალზედ მარტივია. უბრალოდ დათესეთ თესლები გამოყოფილ ადგილას და დაელოდეთ მცენარეების ამოსვლას.

მეორე ვარიანტი უფრო გამოსადეგია, თუ გსურთ მცენარეების სისტემატიზირება. ვიზუალურად თესლები ერთმანეთისგან განსხვავდება. განაცალკევეთ ერთნაირები და ჩარგეთ სხვადასხვა ქოთნებში, როგორც კი ყველა მცენარე ამოვა, შეგიძლიათ ააწყოთ სასურველი კომპოზიცია.

ზემოთ მოგახსენეთ კლუმბების და მიქსბორდერების შექმნის ზოგადი პრინციპები. ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული მცენარეები, მაგრამ ამასთან არ შეიძლება ისეთების გამოტოვება, როგორიცაა დახვეწილი ვარდი და ტიტა, ნარგიზი (ნარცისი), პეტუნია, მიხაკი და ზაფრანა და უამრავი სხვა. საიტზე კი გთავაზობთ ამ სილამაზის შექმნისთვის საჭირო ინვენტარს - ბაღის ხელსაწყოებს, სარწყავებს, სხვადასხვა შლანგებს და სასხურებლებს და ა.შ.

„დომინო“ წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარები
tqven gaixaret magrebi xar.dzalian momwons tqveni rchevebi.vitvaliswineb da valamazeb chems ezos
მიმოხილვის დაწერა