როგორ შევარჩიოთ ლამინატი?
10/03/2021
laminirebuli-iataki

იატაკის საფარის ბაზარზე ლამინატი არსებობს არც ისე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუმცა დაგების პროცესი იმდენად მარტივია, რომ სულ მცირე დროში მოაპოვებინა მას პოპულარობა. ლამინატის უპირატესობათა შორის არის არა მარტო მარტივი მონტაჟი, არამედ მდგრადობა ფიზიკური დაზიანებების მიმართ და შედარებით დაბალი ფასი. დიასახლისები ასევე აღნიშნავენ ლამინატის მოვლის სიმარტივეს.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ მოვახდენთ მოკლე მიმოხილვას, თუ როგორ შევარჩიოთ სწორად ლამინატი ნებისმიერი ფართისთვის.

ლამინატის სახეობები
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირის დამუშავება სასურველი ფაქტურით. ლამინატიც არ არის გამონაკლისი, იგი მზადდება ხის, ქვის ან კერამიკული ფილის იმიტაციით.

ლამინატის ცვეთამედეგობის კლასები
ლამინატის ხარისხი განისაზღვრება მისი ცვეთმედეგობის დონით. ანუ ცვეთამედეგობა არის პარამეტრი, რომელიც აჩვენებს ლამინატის სიმტკიცეს და მიიღება ფიზიკურ დატვირთვებზე გამოცდის შედეგად (ნახატის წაშლა, ხმოიზოლაცია, ტენგამძლეობა, დარტყმის მიმართ სიმტკიცე). ბაზარზე ყველაზე პოპულარულია ცვეთამედეგობის სამი კლასი:

• 31 კლასი (AC3) გამოსადეგია საძინებლისთვის ან საკუჭნაოსთვის, სადაც გამავლობის დაბალი დონეა;
• 32 კლასი (AC4) დანიშნულია საშუალო დატვირთვებისთვის და გამოიყენება საოფისე სათავსებისთვის და, თავისთავად, ბინის ნებისმიერი ოთახისთვის (ექსპლუატაციის ინტენსივობის ვადა აღემატება 15 წელიწადს);
• 33 კლასი (AC5) გათვლილია ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე ისეთ სივრეებში, სადაც არის მაღალი გამავლობა. ამ კლასის ლამინატი ინარჩუნებს თავის მახასიათებლებს 20 წლის განმავლობაში.

სათავსის ტიპი
ლამინატის არჩევანი დამოკიდებულია დაგების ადგილზე. თუ საუბარი გვაქვს დერეფანზე ან სამზარეულოზე, სადაც იატაკზე მოდის დიდი დატვირთვა, იდეალური ვარიანტია 32-33 კლასი. გარდა ამისა, სამზარეულოს შემთხვევაში სასურველია ტენგამძლე ლამინატის შერჩევა. სასტუმროსა და საბავშვო ოთახებისთვის ოპტიმალურია 32 კლასის ლამინატი.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ტიპის სათავსისთვის მეტად გამძლე ლამინატის შერჩევა შეცდომა არ არის. გაითვალისწინეთ, რომ იატაკის შემთხვევაში ეკონომია წამგებიანია, ვინაიდან მალე გაცვეთილი საფარის შეცვლა გაცილებით ძვირი დაჯდება.

კომერციული ფართებისთვის წესი იგივეა - მაღალი კლასის ლამინატი უმჯობესია, თუ დაგებას აპირებთ კაფეში, რესტორანში, ოფისში, მიმღებში, სპორტულ დარბაზებში და ა. შ.

რჩევა: დიაგონალური დაგება ვიზუალურად აფართოებს პატარა სათავსებს, ფერის კონტრასტები კი გავლენას ახდენს ოთახის აღქმაზე.

ლამინატის ზომა: რა უნდა ვიცოდეთ?
ლამინატის შერჩევისას უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინოთ მისი სისქე, სიგანე და სიგრძე. სიგრძე და სიგანე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორად გათვალოთ მასალის რაოდენობა , ხოლო ლამინატის სისქე გავლენას ახდენს იატაკის საფარის გამძლეობაზე დარტყმის მიმართ. რაც უფრო სქელია საფარი, მით უფრო ნაკლებია მისი დაზიანების რისკი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. სახლის პირობებში გამოსაყენებელი ლამინატის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 7-8 მმ-სა. გარდა ამისა, თხელ ლამინატზე სიარული უფრო ხმაურიანი მოგეჩვენებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ლამინატის წყალგამძლეობა და ტენგამძლეობა?
როგორც ცნობილია, შენობის პირველ სართულზე ან კერძო სახლში სიცივის და სინესტის გავლენა გარდაუვალია, ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ იატაკის ისეთი საფარი, რომელსაც გააჩნია მდგრადობა ტენის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ლამინატის ხანგრძლივ ექსპლუატაციას განაპირობებს მისი სწორი მოვლა.

პლინტუსი, ზღურბლი და კუთხეები
ლამინატის დაგების შემდეგ იატაკის და კედლების შეერთების ადგილებს ნიღბავენ პლინტუსებით და კუთხეებით( სპეციალური გარე და შიდა კუთხოვნებით). სხვადასხვა საფარებს შორის (მაგალითად, ლამინატი და მეტლახი) ნაკერებს უკეთდება ზღურბლი, რომელიც ფარავს ღრეჭოს და ალამაზებს გადაბმის ადგილს.

რას ნიშნავს ფორმალდეგიდის კლასი და რაზე ახდენს გავლენას?
ფორმალდეგიდის კლასი არის ლამინატის ეკოლოგიური უსაფრთხოების მაჩვენებელი და გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბავშვებსა და ცხოველებისთვის ფორმალდეგიდის ნორმალური და უსაფრთხო რაოდენობის მაჩვენებელი წარმოდგენილია შეფუთვაზე «Е1» ნიშნის დატანით, რაც იმას გვიჩვენებს, რომ ნაკეთობამ გაიარა სპეციალური გამოცდა და შეესაბამება საჭირო სტანდარტებს.

რომელი ფირმის ლამინატი შევარჩიოთ?
ჩვენ გირჩევთ პრიორიტეტი მიანიჭოთ ლამინატის წარმოების ლიდერებს, რომლებიცაა:

Kaindl - ავსტრიული ლიდერი ეკოლოგიურობის და დახვეწილი დიზაინის კუთხით, რომელსაც გააჩნია ულამაზესი ნაკეთობები და გამოყენებაში გექნებათ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
Krono Original - გერმანული ბრენდია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბუნებრიობას და წვრილ დეტალებს. გამოირჩევა სიმტკიცით და მდგრადობით ნაკაწრების მიმართ;
Classen - ერთერთი ყველაზე ძველი გერმანული ბრენდია და ცნობილია „გერმანული ხარისხით“.

დომინოს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ლამინატის ფართო ასორტიმენტი, რომელსაც გააჩნია მშვენიერი მუშა მახასიათებლები და საკმაოდ კომფორტული ღირებულება. ფართო არჩევანი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ლამინატი ნებისმიერი ფაქტურით და ნებისმიერი ჩანაფიქრებისთვის. ჩვენ კი ამით ვასრულებთ.
 „დომინო“ გისურვებთ წარმატებებს !

კომენტარები
ვაუუუუ!!! ნამდვილად გამიადვილეთ ლამინატის შერჩევა.
მიმოხილვის დაწერა