სიახლეები
საინტერესო

ჩვენი დროის ვუნდერკინდები - უნივერსიტეტების ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებულები
03-02-2019
-
+


უნივერსიტეტში ჩაბარება ახალგაზრდების უმეტესობისთვის ზრდასრული, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისია, მაგრამ  არიან ისტორიაში სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტში ისე ჩააბარეს, რომ თინეიჯერებიც კი არ ყოფილან. 

თავად დაფიქრდით, თუ 10 წლის ბავშვი უნივერსიტეტის რთულ პროგრამას მარტივად ითვისებს, მაშინ ის ნამდვილად ვუნდერკინდი უნდა იყოს. გაიცანით გენიოსები, რომლებიც უნივერსიტეტების ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებულები გახდნენ. 

კოლინ კარლსონი


კოლინი 2 წლის ასაკში წიგნებს კითხულობდა, 9 წლისამ უკვე კოლეჯში ჩააბარა, 15 წლისამ კი კონექტიკუტის უნივერსიტეტის ფაკულტეტი - ევოლუციური ბიოლოგია და ეკოლოგიური კვლევები ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომით დაამთავრა. ამჟამად ბერკლის უნივერსიტეტშია და დოქტორის ხარისხის ასაღებად ემზადება. 2011 წელს კოლინი მოცარტთან, პიკასოსთან და ბობი ფიშერთან ერთად ავტორიტეტული პორტალის Business Insider-ის რეიტინგში - „16 ყველაზე ჭკვიანი ბავშვი ისტორიაში“ მოხვდა. 

კეიტლინ ჰოლცი


იგი პირველკლასელი მხოლოდ ერთი კვირა იყო, შემდეგ ეგრევე მეხუთე კლასში გადავიდა, მეხუთე კლასიდან კი პირდაპირ კოლეჯში, რომელიც ფილოსოფიის დიპლომით დაამთავრა. 15 წლის კეიტლინმა ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერისტეტში ჩააბარა, 2007 წელს კი 18 წლის ასაკში კალიფორნიის ყველაზე ახალგაზრდა პრაქტიკოსი ადვოკატის სტატუსით სასამართლოში პირველი საქმე მოიგო.

შო იანო


2 წლის ასაკში შო კითხულობდა, სამისა ანგარიშობდა, 5 წლის ასაკში კი თავის პირველ მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნიდა. 8 წლისამ ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები სტანდარტიზებული ტესტი (SAT) მარტივად ჩააბარა.

9 წლის ასაკში სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტში ჩააბარა, მისი დამთავრების შემდეგ 12 წლის შომ სწავლა პრიტცკერის სამედიცინო სკოლაში ჩააბარა. 18 წლის ასაკში მოლეკულური გენეტიკისა და ციტოლოგიის დარგში მეცნიერების კანდიდატის ხარისხი დაიცვა, 21 წლის ასაკში კი დოქტორის ხარისხი აიღო. გარდა ამისა, შო იანო ვირტუოზი პიანისტი და ტაიკვანდოში შავი ქამრის მფლობელია. 

ჯეიკობ ბარნეტი


2 წლის ჯეიკობს ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს, მაგრამ უკვე 8 წლის ბიჭუნა მათემატიკაში, ასტრონომიასა და ფიზიკაში უნივერსიტეტის ლექციებს ესწრებოდა. ჯეიკობმა მათემატიკის სკოლის კურსი 2 კვირაში შეისწავლა, 10 წლისა კი ინდიანას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც კონდენსირებული გარემოს ფიზიკას სწავლობდა. 

15 წლის ასაკში ჯეიკობმა კანადაში თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში ჩააბარა. ადამიანები, რომლებიც ჯეიკობს კარგად იცნობენ, მას ნობელის პრემიას უწინასწარმეტყველებენ. 

მაიკლ კირნი


მაიკლი დღენაკლული დაიბადა. მოგვიანებით მას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი დაუდგინეს.

ის, რომ მათი შვილი განსაკუთრებული იყო, მაიკლის მშობლებმა მაშინ გააცნობიერეს, როდესაც ხუთი თვისამ მეტყველება დაიწყო. 

საშუალო სკოლის პროგრამა მან ერთ წელიწადში აითვისა, ექვსი წლის ასაკში კოლეჯში ჩააბარა, 10 წლისამ კი სამხრეთ ალაბამის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი აიღო. შედეგად მაიკლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული მსოფლიოში. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ტრაგედია სვანეთში
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
შეიძლება თუ არა აღდგომას სასაფლაოზე გასვლა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება