ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთა ჭანჭახი დალაშქრეს
26-11-2019
დაკოპირებულია
-
+
ხულოს მუნიციპალიტეტის ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაზე მთა ჭანჭახზე იმყოფებოდნენ.
„ლაშქრობის დევიზი იყო „ჭანჭახიდან დანახული საქართველო“ და მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესების დამკვიდრებას, ალპურ ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვებას, ნამარხი ხე-მცენარეების ნაშთების აღმოჩენას და დაკვირვებას, აგრეთვე ჩვენი დიდი წინაპრის XIII საუკუნის საეკლესიო მწერლის, სხალთა- ხიხანის მკვიდრი ტბელ აბუსერის ძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ლაშქრობის ორგანიზატორები იყვნენ ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი გივი გობაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი ოთარ გობაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ემინე აბულაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლაშქრობამ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ.
მთა ჭანჭახი არსიანის ქედზე, აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ