სიახლეები
სკოლები

ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
30-03-2021
-
+


ახლახან ბათუმში ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტაბახმელას საჯარო სკოლის მოსწავლეები 8-წლიანთა კატეგორიაში და II კლასის მოსწავლემ - ქრისტინე ხოზრევანიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტიდან, II საპრიზო ადგილი დაიკავა.

ქრისტინეს სპორტის მასწავლებელი გივი გობაძე გახლავთ, რომელიც ამაყობს მოსწავლის მიღწევებით; რაც შეეხება 12-წლიანთა კატეგორიას, აქ მონაწილეობდნენ III კლასის ორი მოსწავლე - თორნიკე და ლუკა გობაძეები, ასევე IV-კლასელი ლანა გობაძე.

ბავშვებს სატურნირო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ და მიუხედავად იმისა, პირველი ადგილი ვერ მოიპოვეს, ეს შედეგები, უდავოდ, კარგი სტარტი იქნება ფინალისთვის. დრო არის, შედეგები კი მათ მონდომებასა და შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული.

„ხულოს მუნიციპალიტეტის, ტაბახმელას საჯარო სკოლა ჭადრაკის დიდი გულშემატკივარია, ამ მიმართულებით კარგი ტრადიციებიც გააჩნია და სამომავლოდაც, ყველაფერს გავაკეთებთ ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
სამივე მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს - სვანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სვანეთში მეორე მოზარდის ცხედარი პატარა ჰესთან იპოვეს - მესამე მოზარდს კვლავ ეძებენ
პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან
სწავლების მეთოდების შემოწმება რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის - დოკუმენტი
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ბავშვები სამ გუნდად იყვნენ დაყოფილნი და წერილობით უპასუხეს ზოგად კითხვებს
როგორც სკოლაში გვიყვებიან. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება