სიახლეები
სიახლეები

შეიძლება თუ არა მასწავლებელს ჰქონდეს ტატუ - რა წერია ეთიკის კოდექსში
26-07-2021
-
+


იყო პერიოდი, როდესაც მასწავლებელი თითოეული მოსწავლისთვის აღმატებული პიროვნება გახლდათ, იმდენად, რომ ბავშვებს ძნელად თუ წარმოედგინათ პედაგოგი საპირფარეშოში დადიოდა. თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მიდგომებიც შეიცვალა და ახლა მოსწავლე-მასწავლებელს შორის ბევრად გახსნილი დამოკიდებულებაა. ბავშვებმა იციან, რომ პედაგოგი, რომელიც წლების განმავლობაში ცოდნას და ღირებულებებს უნერგავს, ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შესაძლოა ტატუც ჰქონდეს. მაგრამ საკითხავი ისაა, არეგულირებს თუ არა ამ საკითხს კანონი და არსებობს თუ არა რაიმე აკრძალვა.

საქმე ისაა, რომ ოფიციალურად ასეთი აკრძალვა არ არსებობს - მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობა კი მკაცრად არის გაწერილი ეთიკის კოდექსში:

1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.

2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.

3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.

4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.

5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.

7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.

8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.

10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.

11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

ტატუს რაც შეეხება, ამ საკითხზე თავად პედაგოგებსაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ:

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოსწავლეს, საგნის გარდა, ვასწავლით სირთულეებთან გამკლავებას, ვასწავლით, როგორი დაუნდობელია სამყარო; როგორ გამოხატონ საკუთარი აზრი და იყვნენ ისინი, ვინც არიან და არა ისეთები, როგორიც საზოგადოებას აწყობს. მასწავლებლები უნდა ვიყოთ მათთვის სიმბოლო და ვაკეთოთ საქმე,რაც მოგვწონს. ამგვარად, თუ სურვილი აქვს მასწავლებელს, ტატუც შეუძლია ჰქონდეს“.

„ტატუ?.. არავითარ შემთხვევაში, მასწავლებელი უნდა იყოს მაგალითი თითოეული მოსწავლისთვის. მაშინ მოსწავლეებმაც მოიხატონ სხეული და ვიყოთ ასე, მოხატულები! - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არაესთეტიკური და არაეთიკურია. დიდი ამბავი, კანონი თუ არ კრძალავს - დაუწერელი კანონებიც ხომ არსებობს?!“

„ტატუ არ აკნინებს ადამიანის, ცოდნას, არც ადამიანობას და არც ერთ თვისებას. თუ მასწავლებელი იღებავს თმას, იმოსება მრავალფეროვნად, იკეთებს სამკაულებს, ტატუ რატომ უნდა აკნინებდეს მის სტატუსს? არ მითხრათ, რომ ეს მოსწავლისათვის ცუდი მაგალითია, რადგან ნამდვილად არ არის; მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ვიბრძვით გამოხატვის თავისუფლებისათვის“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება