სიახლეები
სიახლეები

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე, აღდგომის ტაძარში, 2500 მორწმუნეს დაუშვებენ
30-04-2021
-
+


იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი, ისევე როგორც გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში ჩატარდება.

ამის შესახებ ბრიფინგზე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიო რელიგიების დეპარტამენტის დირექტორმა შარონ რეგევმა განაცხადა. 

„ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალი წელს, ისევე როგორც შარშან, სამთავრობო რეკომენდაციების და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ჩატარდება“,- აღნიშნა რეგევმა. 

მისი თქმით, წლევანდელი ცერემონიალი 2500 მორწმუნის მონაწილეობით წარიმართება, რომლებიც უსაფრთხოების „მწვანე სტანდარტის“ რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ. კერძოდ, აღდგომის ტაძარში 11 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, დელეგაციას დაუშვებენ.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ცერემონიალი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, ისრაელის დროით, დილის 9:30 საათზე დაიწყება და დაახლოებით 14:15 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ცეცხლი უცხოელ დელეგაციებს გადაეცემათ.

ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გადმოსვლას იერუსალიმში დიდ შაბათს ელოდებიან. წელს ეს დღე 1-ელ მაისს უწევს. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება