სიახლეები
სიახლეები

უცნაური და გავრცელებული სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში
23-04-2022
-
+


აღდგომა ქრისტიანთა უმთავრესი დღესასწაულია 12 საუფლო დღესასწაულს შორის, ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები ცოდვებისგან დაიხსნა. აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ.

საფრანგეთში ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით არ რეკავენ ზარებს, როგორც კი დაიწყება ზარების რეკვა ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ და ტრადიციულად კვერცხებს ჩუქნიან. ზარები საფრანგეთში წარმოადგენს საყოველთაო სიხარულისა და დღესასწაულის სიმბოლოს, წითელი კვერცხები კი აუცილებელი სააღდგომო საჩუქარია, კვერცხები წითლის გარდა ყვითელ და მწვანე ფერებშიც იღებება. ასევე ამზადებენ შოკოლადის კვერცხებს, რომლებსაც მშობლები ბავშვებს უმალავენ ბუდეებში, პატარები კი მათ ეძებენ.

იტალიაში ტრადიციულ სააღდგომო კულიჩს, პანეტონეს, აცხობენ, რომელსაც გამხმარი ხილით, ნუშით და ქიშმიშით რთავენ, ასევე ამზადებენ ტორტს, რომელსაც გუმბათის ფორმა აქვს და ისპანახისა და კვერცხის ღვეზელს, იტალიელები ვნების პარასკევს ჯვრებითა და სანთლებით ხელში ვატიკანიდან კოლიზეუმამდე მსვლელობას აწყობენ.

საბერძნეთში თითქმის ისეთივე ტრადიციებია, როგორც საქართველოში. კვერცხებს წითლად ღებავენ, აღდგომის ღამეს კი ეკლესიაში მიდიან ანთებული თეთრი სანთლებით, შუაღამეს სანთლებს აქრობენ, ანთებული სანთლები ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. აღდგომის სუფრა იშლება ბუნებაში, ამზადებენ ტრადიციულ ბერძნულ კერძს და წვავენ ბატკნებს. დილამდე გრძელდება სიმღერა და ცეკვა. აღდგომა საბერძნეთში მთელი კვირით აღინიშნება.

გერმანიაში შაბათ საღამოს დიდ კოცონს ანთებენ, ეს ყველა უარყოფითის მოშორებად ითვლება, კვერცხი ახალი სიცოცხლის და ახალი აღთქმის სიმბოლოა, გერმანიაში აღდგომის განუყოფელი ნაწილია სააღდგომო კურდღელი, რომელსაც თქმულების მიხედვით კვერცხები მოაქვს. გერმანელები აღდგომას ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ, ტრადიციული სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც კურდღელმა დაუმალათ.

პოლონეთში აღდგომის დღე წირვით იწყება, შემდეგ კი ყველა ოჯახში სუფრა იშლება, მიირთმევენ ნაკურთხ პასკას, კვერცხს, ძეხვს, მდოგვს და ხორცს, პოლონეთში აღდგომას ორი დღე აღნიშნავენ კვირას და ორშაბათს. ტრადიციულად ამზადებდნენ ხაჭოს პასკებს, ასევე ტორტს, რომელიც 3-4 დღით ადრე მზადდება. აღდგომის მეორე დღე სველი ორშაბათია, პოლონელები ამ დღეს ერთმანეთს წყლით წუწავენ, მათ სჯერათ რომ წყალს ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს, ამიტომ სველ დღეს მშრალად დარჩენა ცუდის ნიშანია.

ინგლისში აღდგომა ნამდვილი შოკოლადის დღესასწაულია, საკონდიტროებში უამრავი შოკოლადის კვერცხი მზადდება. გამთენიისას ტაძრებში ხვთისმსახურება მიმდინარეობს, ოჯახებში სააღდგომო პუდინგსა და ღვეზელებს ამზადებენ ცუკატებით.აღდგომას ყველა ცდილობს ახალი ტანსაცმლის ჩაცმას, ინგლისელები ღებავენ კვერცხებს, ამზადებენ ჯვრის ფორმიან ფუნთუშებს და შოკოლადის კვერცხებს. აღდგომის დღეს კი ბავშვები დაუღალავად ეძებენ სააღდგომო კურდღლის მიერ დატოვებულ კვერცხებს. ამ დღეს იმართება შეჯიბრი "Eggstravaganza" რომლის გამარჯვებულიც ის ბავშვი ხდება, რომელმაც ყველაზე მეტი კვერცხი იპოვა.

ბელგიაში სააღდგომოდ კვერცხების გუნდური მტვრევა იმართება.

ჩეხეთში სააღდგომოდ ძალზედ უცნაური ტრადიცია აქვთ, ამ დღეს ქუჩაში გასულ გოგონებს ბზის ტოტებს ურტყამენ, ცემას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ტრადიციის თანახმად ჩეხეთში ფიქრობენ რომ ეს გოგონებს უფრო გაალამაზებს.

ბულგარეთში დიდ სააღდგომო კულიჩს შეღებილ კვერცხებს ულაგებენ გარშემო, შემდეგ კი კვერცხებს ერთმანეთს უჭახუნებენ. ბულგარული წარმოშობისაა ცნობილი ფაბერჟეს კვერცხები, რომელიც სულ 47-ია და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში ინახება.

ბრაზილიაში მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკე ქრისტიანია, სააღდგომო ტრადიციები აქ გერმანელებმა ჩაიტანეს, აღდგომის დღეს ეკლესიებში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ბრაზილიელები აღდგომას ერთმანეთს შოკოლადის კვერცხებს ჩუქნიან, შიგნით სათამაშოთი. საზეიმო სუფრა კი ტკბილეულითაა სავსე, მათ შორისაა სააღდგომო კურდღელი.

ამერიკელი ქრისტიანებისთვის აღდგომა ლოცვისა და ოჯახური შეკრებების დროა. შტატებში რაიმე კონკრეტული ტრადიცია აღდგომასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ იღებება კვერცხები და ცხვება პასკები, სააღდგომო სუფრაზე აუცილებელებლად შეხვდებით ლორს ანანასებით, კარტოფილს და ბოსტნეულისა და ხილის სალათს. აღდგომის მეორე დღეს კი თეთრი სახლის ეზოში პრეზიდენტი ბავშვებს მასპინძლობს და მონაწილეობას იღებს სააღდგომო კვერცხების გორაობაში.

მექსიკაში აღდგომა 14 დღე გრძელდება, ვნების კვირაში მექსიკაში ძირითადად სულ მხიარულებაა, ტარდება კარნავალები, ისვრიან ფეიერვერკებს, ეწყობა სეირნობები და ქუჩის ცეკვები.

ფინელები აღდგომას 4 დღე ზეიმობენ, პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით. აღდგომის დღესასწაულის პირველი დღე წითელ პარასკევს ქალაქებში სიმშვიდეა, ფინელები დღესასწაულს ძირითადად აგარაკებზე ატარებენ, ხოლო მათთვის ვინც აღდგომას ქალაქში რჩება, რესტორნებში განსაკუთრებული სააღდგომო მენიუა. პარასკევს და შაბათს ფინეთში ტრადიციულ კოცონებს ანთებენ, გადმოცემის თანახმად კვამლი უწმინდურ ძალებს განდეევნის. ტრადიციული სააღდგოო კერძებია პასკა, კულიჩი და ჭვავის პური, ასევე ამზადებენ შოკოლადის კვერცხებს და სააღდგომო კურდღელს.

შვეიცარიაში უამრავი სააღდგომო ტრადიცია არსებობს, ქვეყნის დასავლეთში ვნების პარასკევს ქრისტეს წამების იარაღებს დაატარებენ, ზოგიერთ სოფელში პურს, ყველს და ღვინოს არიგებენ, ქალაქებში ლოცვა და სიმღერა ისმის, ბერნის ყველა მოსახლე აღდგომას ქალაქის ძველ ნაწილში ხვდება, ისინი აწყობენ ბრძოლას კვერცხებით, გამარჯვებულია ის ვისი კვერცხებიც მთელი დარჩება.შვეიცარიული ტრადიციაა წყაროების მორთვა კვერცხებით და სხვადასხვაგვარი გირლიანდებით. სააღდგომოდ შვეიცარიის ზოგიერთ ქალაქში ეწყობა მსვლელობა, ოთხასამდე რაინდის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი დადის ქუჩებში, მათ ჯვრები, საეკლესიო დროშები და ზოგჯერ ქრისტეს ქანდაკება დააქვთ.

ესპანეთში სააღდგომო მსვლელობებია პოპულარული, ყველაზე ცნობილი მსვლელობა სევილიაში იმართება, მსვლელობის მონაწილეები პატარა გოგონები და ბიჭები არიან, რომლებიც მღვდელმა უნდა აკურთხოს. პალმა-დე მაიორკაში, ტაძრის წინ ქრისტეს ვნებანს თამაშობენ.

ირლანდიის ზოგიერთ ქალაქში სააღდგომოდ უცნაური ტრადიცია არსებობს, ეს არის ქაშაყის სიმბოლური დაკრძალვა, იმის ნიშნად რომ მარხვა დასრულდა. მორწმუნეები შუადღემდე არაფერს ჭამენ, აღდგომის შაბათს კი ასობით წმინდა სანთელს ანთებენ, ქუჩებში საცეკვაო შეჯიბრები იმართება, გამარჯვებული კი პრიზად სააღდგომო ღვეზელს იღებს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა
ღონისძიებას ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სიახლეები
ორი ავარია ბოლო ზარზე, ავტომობილებში მეთორმეტკლასელები ისხდნენ - უბედური შემთხვევა გორსა და ქობულეთში
სკოლა 41 ათასზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა, მათ შორის 18 წლის და მეტის 1723 ახალგაზრდაა
„თანახმა ვარ, სკოლამ დაამუშაოს ჩემი და ჩემი შვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები“ - სკოლებმა მოსწავლეთა მშობლებს დოკუმენტი გააცნეს
1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში რეგისტრაცია ადგილები აღარ არის - 12:00 საათის მონაცემებით პირველ კლასში 11 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კურსდამთავრებულები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მადლიერებას გამოხატავდნენ მასწავლებლების მიმართ
სკოლის ორმა გუნდმა დამსახურებული სერტიფიკატები მოიპოვეს
სანდრომ სკოლის დასრულება საყვარელ მასწავლებლებთან ერთად აღნიშნა, გაიხსენა მათთან გატარებული საუკეთესო მომენტები...
სოფიამ შეადგინა ერთდღიანი ტური სახელწოდებით - „სულ სხვა წალკა“, რომლის მიზანია წალკაში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება