სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ სჭირდებათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფსიქოლოგი?
01-07-2022
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგები თანდათან უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებენ. ისინი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დატვირთულ გრაფიკსა და სტრესთან გამკლავებაში ეხმარებიან.

მიუხედავად იმის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლაში ფსიქოლოგის არსებობის აუცილებლობაზე თანხმდება, მაინც ისმის ხოლმე კითხვა, თუ რატომაა საჭირო მათი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოფნა.

რეალობა ისაა, რომ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც შეიძლება აწუხებდეთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა დეპრესია,შფოთვა, არასრულფასოვნების კომპლექსი, დაუფასებლობის შეგრძნება, მუდმივი დაძაბულობა შრომის დაუნახაობა. ფსიქოლოგი მათ სწორედ ამ საკითხების მოგვარებაში ეხმარება. მას კომუნიკაცია აქვს, როგორც მოზარდთან, ისე მშობლებთან და პედაგოგთან.

სკოლის ფსიქოლოგები საგანმანათლებლო სისტემაში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, მათი მიზანი მოსწავლეებთან ერთად მასწავებლების დახმარებაც არის. ფსიქოლოგებს მოზარდებისა და ზოგადად, სკოლისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ - როგორ ეხმარება ფსქიოლოგი მოსწავლეებს?!

  • სკოლებში ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს ვინმე ისეთთან დალაპარაკება უნდათ, ვინც მათ გაუგებს. ასეთი კი შეიძლება სწორედ ფსიქოლოგი აღმოჩნდეს;
  • მათ შეუძლიათ რთულ სიტუაციებში იმ მოსწავლეებს დაეხმარონ, რომლებიც სხვებისგან განსხვავებულები არიან;
  • ფსიქოლოგები მოსწავლეებს თავიანთი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან;
  • ისინი მასწავლებლებს მოსწავლეებთან პოზიტური დამოკიდებულების დამყარებაში ეხმარებიან, რაც, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ისევ მოსწავლეზე აისახება;
  • ფსიქოლოგები სკოლას, საზოგადოებასა და ოჯახს შორის ურთიერთობის მოწესრიგება შეუძლიათ;
  • გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, რომ სკოლის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა, გარკვეულწილად, შეცვალონ. აქ, რა თქმა უნდა, კვლავ მოსწავლეებზე ორიენტირებული გარემოს შექმნა იგულისხმება.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება