სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ლექსები შემოდგომაზე, რომელიც ბავშვებმა უნდა იცოდნენ
18-10-2022
-
+


საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლებსა და ბაღებში ეწყობა ღონისძიებები, სადაც ბავშვები სხვადასხვა საინტერესო ნომერს ასრულებენ და შესაძლებლობებს ავლენენ. სხვა აქტივობებთან ერთად, ისინი აუცილებლად კითხულობენ ლექსებს. 

ამჯერად, სკოლებსა და ბაღებში საშემოდგომო ზეიმები იმართება. ჩვენ გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც ბავშვებს საშემოდგომო ღონისძიებებზე გამოადგებათ. 


ვაზი გვიხმობს
(ნესტან კუპრავა)

ვაზი უხმობს პატარებს:
-მოდით! მოდით ყველანი,
თქვენც გასინჯეთ
დამტკბარი
ყურძნის მწიფე მტევანი!

ჩხა, ჯაგანი, აკიდო...
ზვრებში ბავშვებს ელიან,
ისმის სიცილ-კისკისი,-
მხიარული რთველია,
სავსე შემოდგომაა!
აბა, დელი-დელია!


რთველი
(ლუარა ჭანტურია)

ვენახში ვართ მთელი დღე
მე, ნუცა და ლევანი,
სურნელება ტრიალებს
დაშაქრული მტევანის.

რთველს ზეიმობს სოფელი,
ყველა ერთად ხალისობს,
დაკრეფილი ყურძენით
საწნახელი აივსო.

ბებომ ქვაბი გარეცხა
დიდი, განა პატარა?!
მაჭარი რომ დატკბება,
მოადუღებს თათარას.


შემოდგომის ამინდი
(ხათუნა გულიაშვილი)
 
ცა საავდროდ მოიღრუბლა,
ქარიც დაქრის აშარი
და დაჰყვება აღმა-დაღმა
ხმელ ფოთოლთა ლაშქარი.
 
მოირბინა ეზო-ეზო,
ტყე-ველი და გზა-შარა,
და დილისთვის სველ მიწაზე
ჭრელი ფარჩა გაშალა.


ფოთოლი
(ლუარა ჭანტურია)
 
ფოთოლი ვარ, ნიავ-ქარში
საამურად მოშრიალე,
ახლოვდება შემოდგომა
და მოვწყდები ტოტებს მალე.
 
მაგრამ ეგ ნუ შეგაშინებთ
დრო თუ უკან არ ბრუნდება,
ამ ჩემს ტოტზე, ჩემს მაგივრად,
სხვა ფოთოლი დასკუპდება.


შემოდგომა
(ნათია ჯანაშია)
 
რა ჯობია შემოდგომას,
საწნახელზე შემოდგომას?!
 
ჩურჩხელებით სავსე ძელებს,
ციცქნა გულებს რომ გვიძგერებს.
 
ჩირებს, კოხტად ამძივებულს,
თოკს, ჩამიჩით დამძიმებულს.
 
სავსე ბეღლებს და ნალიებს,
ქვევრებს, ღვინო რომ დალიეს.
 
ზვინებს, ცამდე აკიდებულს,
აკიდოებს - დაკიდებულს.
 
ფოთლებს, ჭრელად მოფარფატეს,
არემარე რომ დახატეს.
 
რა ჯობია ხვავიან და
ბარაქიან შემოდგომას?!
 
რთველში “მრავალჟამიერს” და
საწნახელზე შემოდგომას?!


შემოდგომა
(ხათუნა გულიაშვილი)
 
სხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში,
მზის სხივების ნაჩუქარი ფერი მეტობს.
სხვა გემო აქვს ჩემი ქვეყნის ხილს და ყურძენს
ბედნიერი შემოდგომა დაგვებედოს .
 
აქეთ ყურძნის მტევნებია,
იქით ხილი, ჩურჩხელები.
ეს დოვლათი ვინც შეგვიქმნა
დაილოცოს ის ხელები.
 

შემოდგომამ გაგვახარა (ნესტან კუპრავა)
 
შემოდგომამ გაგვახარა
ზამთრის უხვი მარაგითა,
ყურძენი გოდრით დაგვიდგა,
ხილი კიდევ კალათითა.
წელსაც თავი მოიწონა
ხვავითა და ბარაქითა,
ამოდენა მოსავალი
არა თქმულა არაკითა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება