გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
07-03-2023
დაკოპირებულია
-
+
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში ქალთა და დედის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა მშობლებს და პედაგოგებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაულები ჩვეული მონდომებით მიულოცეს. წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ინსცენირება და დედისადმი მიძღვნილი გამონათქვამები წაიკითხეს.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. დამსწრე მშობლებმა შვილები საინტერესო რაკურსით დაინახეს, რასაც აღფრთოვანებით შეხვდნენ.
ბოლოს, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები მშობლებსა და პედაგოგებს გადაცეს.