ქართულ სკოლებში ფინური განათლების სისტემის ელემენტები დაინერგება
08-05-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქართულ სკოლებში ფინური განათლების სისტემის ელემენტები დაინერგება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას აღნიშნა, ფინური განათლების მოდელის შემოტანა მნიშვნელოვნად აამაღლებს განათლების ხარისხს:
„როგორც მოგეხსენებათ, ფინეთი ზოგადი განათლების კუთხით პირველ ადგილზეა. ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ ზოგადი განათლების ფინური სისტემის ელემენტების დანერგვას საქართველოში. ეს არ ნიშნავს სისტემის კოპირებას. ჩვენი სისტემა დაფუძნებული იქნება, რასკვირველია, ჩვენს ეროვნულ მოდელზე, ჩვენი ტრადიციების გათვლისწინებით. დაინერგება ისეთი იდეები, როგორიცაა ინტერდისციპლინური, მულტიდისციპლინური მიდგომა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ფინეთის განათლების სისტემაში არის ისეთი მიმდინარეობები, რომლებიც სერიოზულად აამაღლებს ხარისხს სკოლებში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ფინელ კოლეგებთან,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ