არეშფერანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მარადმწვანე ნერგების დარგვით აღნიშნეს
27-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის ორმა პედაგოგმა - დარეჯან სხირტლაძემ და შორენა ქიმაძემ საკუთარი სახსრებით შეისყიდეს ნაძვის ნერგები და სკოლის ეზოში მოსწავლეთა დახმარებით დარგეს.

„ამით მათ გამოხატეს უდიდესი პატივისცემა როგორც სკოლისადმი ასევე დედამიწისადმი. ბავშვებმა გაიაზრეს,  რომ დედამიწას პატივი უნდა ვცეთ. ის ჩვენი სამშობლო და სახლია. ნერგები ასევე დარგეს სხვა მასწავლებლებამაც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს  ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203