მახათაურის საჯარო სკოლაში საახლწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო
22-12-2022
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგები არამხოლოდ მოსწვლეთა განვითარებაზე, არამედ განწყობაზეც ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო საახლწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა გამოიყენეს მეორადი მასალა და ტექნიკა, შექმნეს ისეთი ნივთები, რომელთაც საახალწლო დეკორაციისთვის გამოიყენებენ. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203