ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლე ბორის გულბანმა ბიატლონში​, მუნიციპალურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა 
27-02-2024

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების წახალისებას - იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესითა და უყვარდეთ სპორტი, დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით, სკოლა ყოველთვის უწყობს ხელს მოსწავლეებს ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლე ბორის გულბანი მონაწილეობდა მუნიციპალიტეტში გამართულ ბიატლონის ტურნირში, სადაც 15 წლამდე ასაკის ვაჟებში, მე-3 ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბიატლონის ტურნირი - „ბიატლონ სვანეთი 2024“, პირველად გაიმართა. შეჯიბრება, რომელში 34 სპორტსმენი მონაწილეობდა, კურორტ მუაშში ჩატარდა.

ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.  

აღსანიშნავია, რომ სამოყვარულო ტურნირზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.

ღონისძიება, უფრო შთამბეჭდავი, შეჯიბრების მიმდინარეობისას კურორტ მუაშში წარმოდგენილი სვანური ფოლკლორის ნიმუშებით გახდა. 

სკოლაში დიდი სიამაყით ულოცავენ მოსწვალეს მიღწეულ წარმატებას, მას წინსვლას და სამომავლო გამარჯვებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203