ამერიკულმა ჟურნალმა Variety-მ 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდელი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგს მსახიობი რაიან რეინოლდსი ლიდერობს, რომელსაც Netflix-მა პროექტ 6 Underground-ისთვის 27 მლნ დოლარი გადაუხადა. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით მისი ხილვა მაყურებელს მიმდინარე წელს შეეძლება.
მაღალანაზღაურებად მსახიობთა სიას, სადაც სულ 17 მსახიობია შესული, ჯესიკა ჩესტეინი ხურავს, რომელმაც ფილმისთვის იგი: მეორე ნაწილი 2,5 მლნ დოლარი მიიღო.