საქართველოს გენერალური პროკურორი არ ყავს. გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა: 89 მომხრე 1 წინააღმდეგი.
როგორც ცნობილია, შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ გენერალური პროკურორი გახდა.