გორში, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოცხადა. შესყიდვის ფარგლებში წინადადებების მიღება კი 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო ღირებულება 133 625 ლარია.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მამული, ენა და სარწმუნოება არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან.
გორის გამგეობის 1904 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ამ ადგილს „ამილახვრის ბაღი“ ეწოდა, მოგვიანებით კი გორელებმა „ახალბაღი“ უწოდეს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
100 დღის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად, პარტიულ აქტივს 10 რეგიონში შეხვდება.