Jump to ratings and reviews
Rate this book

ქარავანი

Rate this book
ქარავანი“ მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და განუზომელ მასალას იძლევა ანალიზისთვის.

585 pages, Paperback

First published January 1, 1984

Loading interface...
Loading interface...

About the author

Jemal Karchkhadze

26 books338 followers
Jemal Karchkhadze (Georgian: ჯემალ ქარჩხაძე; 1936–1998) was a Georgian writer. He is the author of six novels, some short stories and essays. His works are conceptual and gained popularity after his death. His novel Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) was published in Swedish in 2013 and in Arabic in 2014.

Jemal Karchkhadze was born in 1936 in the village of Ukhuti in Vani in western Georgia. He graduated in 1960 with a degree in Georgian language and literature at Tbilisi State University. His short story Igi (იგი) was published in 1977. This was followed by his most important novels The Caravan (ქარავანი, 1984), Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) and Zebulon (ზებულონი, 1988). He died in 1998 in Tbilisi.

Jemal Karchkhadze was granted three literary awards: 1999 – Georgian State Award for Dimension (განზომილება) and for his Contribution to the National Literature; 2007 – Award “Gala” for Complete Short Stories; 2007 – Award Librarian’s Choice for a novel Antonio and David (ანტონიო და დავითი).

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
298 (77%)
4 stars
67 (17%)
3 stars
17 (4%)
2 stars
3 (<1%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 30 of 45 reviews
May 21, 2022
ქარჩხაძის წიგნები სხვანაირად იკითხება. რაზეც არ უნდა დაწეროს, რამდენად ჩასაფიქრებელიც არ უნდა გამოუვიდეს, ამოუსუნთქველად შემოგეკითხება. შეიძლება ღამეები გაათენო, სანამ არ დაამთავრებ.

ეს წიგნი კი ნამდვილად ბევრს გაფიქრებს. ცხოვრებაში არჩეულ გზაზე, განსაზღვრავს თუ არა ჩვენივე არჩეული გზა ჩვენს მომავალს. დროისა და სივრცის საკითხებზე. რწმენაზე, რელიგიაზე, ღმერთზე გედეონ რევიას საუბრები ისეთ ფიქრებს აგიშლის, აქამდე რომ არც გაგჩენია გონებაში. გაფიქრებს, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ თავს უგზო-უკვლოდ ხეტიალისას გადააწყდე და გულდასმით დაიწყო მასზე დაკვირვება. განსაკუთრებულად საინტერესო ჩემთვის მაინც სულსა და ხორცზე საუბრები იყო გედეონსა და სამსონს შორის. და ზოგადად, გედეონ რევიას სახით დიდებული, არაორდინალური პერსონაჟი შექმნა ქარჩხაძემ.

კიდევ, ძალიან იმოქმედა ჩემზე არიოსტო ხოფერიასთან აბელის სტუმრობის ეპიზოდმა. ნათლად დაგვანახა ავტორმა, რომ ადამიანის სინდისზე, ნამუსზე მსჯელობა სიბრიყვეა, როცა არ იცი რა დარდის, ტკივილისა და სიმწარის გამოვლა უწევს. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორის, რამაზ ჭილაიას სიტყვები გამახსენა ამ ეპიზოდმა: “ლიტერატურა სხვათა შებრალებას, დათმენას გვასწავლის.”
და გულში რაღაც ჩამწყვიტა.

ობიექტურად, ქარჩხაძის ყველაზე სერიოზული და კარგი ნაწარმოები ესაა, მათ შორის, რაც მე წამიკითხავს.
სუბიექტურად, სხვას დავიტოვებ ჩემთვის ფავორიტად.
Profile Image for Gvantsa Floyd.
45 reviews5 followers
April 8, 2017

"ხანდახან ყველაფერი ეს - სიძულვილიც, ეჭვიც, საკუთარი არარაობის დამთრგუნველი განცდაც - ისეთი ძალით შებოჭავდა, რომ წიგნები ვეღარ შველოდა. მძაფრი სურვილი უჩნდებოდა თავისი ფიქრები ვინმესთვის გაეზიარებინა, მაგრამ ამ ქალაქში, სადაც ყველანი ზედაპირზე დაცუნცულებდნენ და საკვების ძებნით იყვნენ გართული, ისეთი არავინ ეგულებოდა, ვისთანაც ამ ფიქრების გამხელა შეიძლებოდა"
143 reviews1 follower
August 4, 2022
“არსებობა ურთიერთობებია. არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათი მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს სულის მეტი. სული კი, რასაც გვეუბნებიან, თუ სიმართლეს გვეუბნებიან, სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა დგას და, ამდენად, მატერიალური პასუხისმგებლობა არ აკისრია.”

"რა იოლად, რა უგუნური თავდაჯერებით მსჯელობს ერთი კაცი მეორეზე! რა ბრიყვულად სჯერა, რომ შეუძლია დაშალოს, ააწყოს, იცოდეს. როგორ შეიძლება იცოდე, რა არის არიოსტო ხოფერია! რაოდენ სულელი უნდა იყო, რომ არიოსტოს დარდს, სიმწარეს, გააფთრებას, არიოსტოს თითქოსდა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ ჭირვეულობას ერთმნიშვნელოვანი ახსნა მოუძებნო! ვის დაუნახავს ან ვის შეუძლია დაინახოს, რა სიღრმიდან და რა ტკივილით ამოაქვს არიოსტოს ძაფები, რომლებითაც თავისი უფსკრულიდან გამოსული გარე სამყაროსთან აბამს კავშირს? ვის შეუძლია გაითვალისწინოს, რომ არიოსტოს არსებაში გამუდმებით ზის სამი უაზრო არსება და სამივე თავ-თავიანთ კვალს ამჩნევს, თავ-თავიანთ დაღს ასვამს მისი ნაბიჯის სიმტკიცეს, მისი სუნთქვის სიხშირეს, მისი ხმის ინტონაციას, მის გამწარებას, მის უბედურებას, მის სიცოცხლეს! აბელს გაახსენდა, როგორ დააპირა ამ დილით სინდისზე და სხვა მაღალ მატერიებზე ელაპარაკა მასთან და სახეზე სირცხვილის ალმურმა გადაუარა, რადგან წამით წარმოიდგინა, რა იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება რომ მართლა შეესრულებინა. ვინ ოხერი ხარ შენ, რომ სინდისზე ილაპარაკო, მით უმეტეს, ისეთ კაცს ელაპარაკო სინდისზე, რომელზეც არავითარი წარმოდგენა არა გაქვს..."

"ერთი თანამოაზრე უკვე დიდი ნუგეშია, რადგან ამით მთავარ მტერს, განაპირებისა და გარიყვის შიშს ამარცხებ..."

“ყველას ჩვენ-ჩვენი ჭკუა გვაქვს და რა გასაკვირია, ამ ჩვენ-ჩვენი სათვალთვალოდან ერთმანეთი გიჟი გვეგონოს. არც ისაა გასაკვირი, მართლა გიჟები ვიყოთ.”✨

"ჩვენ განუწყვეტლივ მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ.
წარსული ჩვენი ფესვებია. ფესვები არ ჩანს და ამიტომ გვგონია, თითქოს რეალურად არც არსებობს.
არაფერი არ არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.
ჩვენ წარსულის ქმნილებანი ვართ და უხილავი ძაფი გვაკავშირებს მის ყოველ წერტილთან. ძაფი რომ გაწყდეს და ეს წერტილები დაგვეკარგოს, რაღა დარჩება ჩვენგან?
წარსული ისეა ჩვენს უკან ჩამწკრივებული და გაშეშებული, როგორც კადრები კინოფირზე. ბოლოში რომ გავალთ და უკანასკნელ კადრსაც გავივლით, უხილავი მექანიკოსი ამ ფირს შავ კოჭზე დაახვევს და ცეცხლგამძლე კარადაში შეინახავს.”

“…ასაკი განისაზღვრება არა წლებით, არამედ ჩვენი დამოკიდებულებით.”💫✨🌟

“როცა პატარა ხარ და ავტორიტეტის ძალა დიდია, ბუნდოვან მკრეხელურ ეჭვებს გონებამდე არ უშვებ, სათავეშივე სპობ…”

“…ადამიანებს არ შეუძლიათ კერპისა და მაგალითის გარეშე ცხოვრება…”

“გედეონ რევიას თქმით, კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არა აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში, ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებლად თბილი ღიმილით იღიმებიან.”

"ვინ იცის, თვითმკვლელობისას, დროის იმ თითქმის არარსებულ მონაკვეთში, რომელიც რევოლვერის სასხლეტის დაშვებასა და ცნობის წართმევას შორისაა, კაცს საშინელი, ყოვლისდამთრგუნველი სურვილით უნდება სასიკვდილოდ აშვებული ტყვიის უკან დაბრუნება და ტყვია კი არ კლავს, არამედ იმის განცდა, რომ ეს სურვილი ამაოა და აღარაფრის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება."

"სანამ განზარხვა განზრახვაა, ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა."

"...აღიარება და ეგრეთწოდებული პოპულარობა ავადმყოფური კმაყოფილებაა, რომელიც ღამღამობით, ძილის წინ, გამოფიტულობისა და სიცარიელის განცდას იწვევს და საკუთარ თავს გაძულებს."

"მრავალი წლის შემდეგ, დიდი რომ გავიზრდებით, წვალებითა და რუდუნებით დავაგროვებთ ცოდნას, ამ ილუზიურ განძს, რომელსაც სევდი��ნი სიამაყით ვუწოდებთ სიმდიდრეს, და სამყაროს საკუთარი სარკმლიდან დავუწყებთ ცქერას, ნათელი შეიქნება, რომ პაპას ერთობ თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ღმერთზე: და თუმცა ეს აღმოჩენა ისეთ განცდას იწვევს, თითქოს რაღაც არსებითი დავკარგეთ და ამ დაკარგულს ვერაფერი შეგვ���ცვლის, ჩვენი შეუვალი ცოდნა გვაიძულებს, ბოლომდე ერთგულად ვზიდოთ გონიერების ტვირთი და მოგონილი გულგრილობით შევნიშნოთ, რომ ეს ეპიზოდები ღმერთის ცხოვრებიდან, რომლებსაც ასეთი იდუმალგულშიჩამწვდომი ხმით გვიამბობდნენ და ასეთი შიშნარევი მოწიწებით ვისმენდით, ღვთისმეტყველურ ლიტერატურაში არ დასტურდება."

"წარღვნა, რომელსაც სახელად ნატო ერქვა, სიყვარულის სახით მოვიდა."

"საერთოდ, არ არის ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებით დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა."

"...აბელი სიყვარულის წარღვნამ წაიღო და სიყვარულის ტალღებზე აატივტივა."

"აბელი თბილად იყო გახვეული თავის დარდსა და შეურაცხყოფაში და ცოტა გაკვირვებული და ცოტა შეფიქრიანებული ატყობდა, რომ ეს დარდი და შეურაცხყოფა თანდათან რაღაც ისეთს ჰგვრიდა, რაც ძალიან ჰგავს სიამოვნებას (ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბავშვი მწუხარებას გაზვიადების გზით ნეტარებად აქცევს და ვინც ამ თვისებას მერეც შეინარჩუნებს, ის მერეც ნეტარია.)”

“ნიას დანახვა ნამდვილი დღესასწაული იყო. და ამ პერიოდში აბელს იოტისოდენადაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მშვენივრად იცოდა, თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერება ისაა, რომ სულ მუდამ ნიას უყურო. იჯდე სადმე შენთვის, ფანჯარასთან და მთელი სიცოცხლე უყურო ნიას.”💕💫💛

“ნიას აბელის გამოჩენაზე სახე გაუბრწყინდებოდა ხოლმე და ნაბიჯს აუჩქარებდა, თითქმის სირბილით წამოვიდოდა. ამ დროს აბელი ნეტარების ღრუბლებში ცურავდა და თვითონაც ნეტარების ერთ-ერთ ღრუბლად იქცეოდა.
ასე გრძელდებოდა მთელი ერთი წელიწადი. მთელი ერთი წლის განმავლობაში სამყაროსა და ნიას შორის იგივეობის ნიშანი იყო გავლებული. ნია იყო სიცოცხლის არსი. ნია რომ არა, მკვდარი და ცარიელი სამყარო, უსიცოცხლო და უაზრო გუნდა, გამომშრალი და გამოფიტული, ეჭვი არაა, სადმე უფსკრულში გადაიჩეხებოდა და დაიმსხვრეოდა. ნია განსაზღვრავდა ყოველივეს, ნიათი არსებობდა ყოველივე. თავად აბელიც ნიას გამოძახილი იყო. აბელის სიცოცხლე იმას ერქვა, ნია რომ სუნთქავდა, აბელის არსებობა იმას ერქვა, ნიაზე რომ ფიქრობდა. რა თქმა უნდა, იყო მეორეხარისხოვანი საგნები და მოვლენებიც, ვთქვათ, გამოცდები, დედა, მეგობრობა, მაგრამ ეს საგნები და მოვლენები სადღაც ცნობიერების მიღმა, მექანიკური რეაქციის სფეროში იმყოფებოდნენ და, ამდენად, მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა.”

“ვინც გიყვარს (ამ მოსაზრებას, ღრმად თუ ჩავუკვირდებით, კაცის თანდაყოლილი ეგოიზმი ასაზრდოებს), მას შენდა უნებურად ისეთი ზღაპრული ფერებით ამკობ და ისეთ უნაკლო არსებად წარმოიდგენ, რომ სრულიად მიუწვდომელი გეჩვენება და ვეღარ დაგიჯერებია, როგორ შეიძლება ამ ღვთაებამ, ამ ანგელოზმა შენისთანა პროზაული არარა შეიყვაროს.”

"რაღაც ძალამ, რაღაც უცნობმა ძალამ, ულმობელმა და ყოვლისმცოდნემ, გულგრილად აწონ-დაწონა აბელის ნიჭი და უნარი, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრება და ფარგლით შემოუხაზა ეს პატარა ქალაქი, როგორც მოქმედების არე და ას��არეზი."

“შემოქმედება საკუთარი თავის გამომზეურებაა.”

"...წარმოთქმის მანერა ჭუჭრუტანაა, საიდანაც სამყაროს შიდა ხედი ჩანს."

"ადამიანურ ურთიერთობათა გვარი და სახე უსასრულო და ამოუწურავია. ადამიანი არ მეორდება. ისევე როგორც შეუძლებელია ორი იდენტური გარეგნობა, შეუძლებელია ორი იდენტური ურთიერთობაც."

"სამსახური მთელი სიცოცხლე თოკივით გაქვს კისერში ჩაბმული. სულ იმის ნატვრაში ხარ, როგორმე ეს თოკი გადაიგდო, მაგრამ ხელფასს ვერ შელევიხარ და გადაგდების მაგივრად უფრო იჭერ. ასე იწვი ორ ცეცხლს შუა, ნელ-ნელა და გამუდმებით. ერთი ნუგეში ისღა რჩება, რომ იქნებ ბედმა გაგიღიმოს, როგორც შენ გაგიღიმა, ვინმე ღვთისნიერი კაცი გამოჩნდეს და სამსახურიდან გამოგაპანღუროს. უცებ მიხვდები, როგორ აგეხსნა ბორკილები და შვებით ამოისუნთქავ. თოკი გაწყდება, ბეკეკა ერთს მხიარულად დაიკიკინებს თავისუფლების ჰიმნს და კუნტრუშ-კუნტრუშით გაიქცევა, საითაც მოესურვება."

"არიოსტო ხოფერიასთან სტუმრობამ აბელზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნაცნობობა და ხასიათი სავსებით პირობითი ცნებებია, რომლებშიაც ჩვეულებრივ იგულისხმება გარეგნობის მსხვილი, თვალში საცემი შტრიხები (რომლებიც შეიძლება სულაც არ გამოდგეს არსებითი) და სულიერი ცხოვრების ზოგადი, ბუნდოვანი გეზი (რომელიც შეიძლება დროებითი კალაპოტი აღმოჩნდეს). სინამდვილეში ეს არის თვალსაჩინოებისათვის გამარტივებული სქემა და იგი არავითარ წარმოდგენას არ იძლევა პიროვნების ინდივიდუალობაზე, რადგან ინდივიდუალობა ურთიერთობათა ურიცხვ ხლართებშია გაბნეული. როგორ შეიძლება, ვთქვათ, არიოსტო ხოფერიაზე ლაპარაკი, მისი პორტრეტის დახატვა იმ სამი ქალის გაუთვალისწინებლად, სამი შავი აჩრდილივით რომ დადის მის სახლში, მის გულში, მის სისხლში, მის ტვინში! მეტიც, ამ ქალებთან ურთიერთობა ისეთ რთულ კომბინაციებს ქმნის არიოსტოს არსებაში, ისეთ იმპულსებს ბადებს და ხასიათის ისეთ ფერებად იქცევა, რომლებსაც უკვე აღარავითარი გარეგნული კავშირი არა აქვთ თავიანთ წარმომშობ მიზეზებად და სრულიად დამოუკიდებელ ძალებად მოქმედებენ. ამიტომ, თუ გინდა არიოსტო ხოფერიას ნამდვილი პორტრეტი დაიკიდო საწოლის თავზე, ჯერ კარგად უნდა შეისწავლო მისი ყველა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, გარდაუვალი და შემთხვევითი ურთიერთობა, რადგან ეს არის ტკივილისა და სიხარულის წყარო, ზნეობრივი, ფიზიკური, გონებრივი ცხოვრების მთავარი ბიძგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლაპარაკი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს "თვალღება" ძველქართულად, იქნება არა მისი სურათი, არამედ უნებური ავტოკარიკატურა, შენი უვიცი თავდაჯერების საცოდავი პორტრეტი."

“ყოველი გენიოსი სულელია, აბელ, და თუ ჩვენ ჭკვიანები ვართ, არც ერთ გენიოსს მისი კუთვნილი სისულელე არ უნდა დავუკარგოთ.”

“ყველაფრის ცოდნის წინაშე აბელს გაუცნობიერებელი შიში ჰქონდა, ბუნდოვანი გრძნობით გრძნობდა, რომ ყველაფრის ცოდნა ყველაფრის დასასრულს ნიშნავს.”

“…ისეთი ტიბალტის თამაშს ვაპირებდი, რომელსაც ადამიანის სიყალბე ყელში აქვს ამოსული და მტერი და მოყვარე ერთნაირად ეჯავრება. აღიზიანებს ადამიანები, რადგან ერთმანეთს უღიმიან და გული ბოროტებით აქვთ სავსე. სიკეთეც აღიზიანებს, რადგან ყოველგვარი სიკეთე ბოროტების ნიღაბია. რომეოც სძულს და ჯულიეტაც. მონტეგებსაც სიამოვნებით გაჟლეტდა და კაპულეტებსაც. სიცოცხლე მისთვის სიკვდილის ძებნაა…”

“რა უბედურ��� ხალხი ვართ! რა იქნება, წელიწადში ერთხელ გულახდილობის დღე მოვაწყოთ, რომ ცოტა დავისვენოთ და დავმშვიდდეთ?”

“…რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა, თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსსა და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.”

“როცა ძალიან მოგენატრები, მაშინ მოვალო, რომ დამიბარე, იმ წუთიდან მოყოლებული მუდამ ძალიან მენატრები. შენ ალბათ ამას ვერ ამჩნევ. გგონია, რომ “ძალიან” ჯერ არ დამდგარა. სინამდვილეში ჩემი ნატვრა თავიდანვე ზღვრამდე იყო მისული, ჩემი ნატვრა ერთიანი “ძალიანაა” და შეუძლებელია, რაიმე მიემატოს.”

“შენ წამით ინათე და მყისვე ჩაქრი, რადგან მე მზად არ ვიყავი საიმისოდ, რომ ელვისთვის თვალი გამესწორებინა. წერილს აზრი არა აქვს, რომც წაგიკითხო, ვერ გაგაგებინებ. ჩემი ენა ბრგვნილია, ჩემი სიტყვები გაუთლელი ლოდებია. რა ვუყო…”

“აბელმა წინ დაიდო აბელი და გულდასმით, ოღონდ ცოტა ნერვიულად, შეუდგა მის შესწავლას. ყოველი მხრიდან ჩხრიკა და უკირკიტა, ნაწილ-ნაწილ დაშალა და ეს ნაწილები სათითაოდ ზომა და წონა. არ დაუტოვებია არც ერთი კუთხე და არც ერთი კუნჭული. ვინ არის ეს აბელი? რა უნდა? რის მაქნისია?”

“…მხოლოდ ღვთაებრივ საქციელს შეუძლია არიოსტოს საბრალო ქალიშვილი ადამიანად აქციოს.”✨

“ცოდნის შეძენა მავნებლობაა და კიდევ კარგი სიკვდილი არსებობს. შეძენილი ცოდნა გალიაში დამწყვდეული ჩიტია. ცოდნის შეძენის პროცესი მხოლოდ სიკვდილის წყალობითაა უსასრულო, თორემ ყველა ჩიტი რომ გალიაში დავამწყვდიოთ, რა გაუძლებს მარადიულ მოწყენილობას!”

“საბედნიეროდ, ყველა ცოდნის შეპყრობა და გალიაში ჩასმა, როგორც ჩანს, შეუძლებელია. მაგალითად, ზოგი ჩვენგანი ისეა გაჭყეპილი ცოდნით, რომ ამ მოყირჭებული, გულზე დამდგარი ცოდნისაგან ბოყინიც კი აუტყდება ხოლმე…”
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Mariam M.
1 review
December 11, 2018
წლების წინ ქარჩხაძის სტილი იმდენად მომეწონა, რომ მგონი მისი ყველა რომანი მოვძებნე და ძალიან მალე ზედიზედ წავიკითხე. ჩემთვის დაგვირგვინება ,,ქარავანი" აღმოჩნდა. მეთორმეტე კლასში ვიყავი, როცა მისი კითხვა დავიწყე. ეროვნულ გამოცდებზე უნდა კონცენტრირდეო, ცოტახანს მხოლოდ მაგისთვის უნდა მოემზადოო მარიგებდნენ, ჰოდა, არავის რომ არ გაეგო, როგორ ვათენებდი ხოლმე ღამეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვაში, ,,ქარავანი" საბნის ქვეშ შემძვრალმა ფარნიანი ნოკიის შუქზე დავამთავრე. დავამთავრე და დამათენდა. ისეთი დასასრული აქვს, რაღა დამაძინებდა. მეორე დღეს საკუთარი თავი ჩემდაუნებურად გავეცი, აღელვებული ვიყავი, დრო და დრო თვალებიც მიცრემლდებოდა, ჰოდა, სრულ წვრილად მომიწია დედასთვის ჩემი ემოციებისა და აზრების შესახებ მოყოლა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ განვიხილეთ ერთად. საერთოდ იმ დღეებში მგონი ყველას ტვინს ვუჭამდი ამაზე საუბრით, ინტერნეტშიც ყველანაირ განხილვას ვეძებდი და ვკითხულობდი. მერე ჩემთვის ძვირფას ადამიანსაც ვაჩუქე დაბადების დღეზე, ოღონდ ახალი ვუყიდე, ჩემი ვერ გავიმეტე. ერთი სული მქონდა, როდის დაამთავრებდა მისი აზრები რომ გამეგო. ახლა რამდენიმე საათში გვიანდელი საბჭოთა ეპოქის ლიტერატურის შეხებ მაქვს სემინარი, ბევრ რამესთან ერთად ქარჩხაძის წიგნებიც გადავათვალიერე, ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვარჩევ ხოლმე ერთი წიგნის ბევრჯერ წაკი���ხვას რამე ახლის დაწყებას, ,,ქარავანს" აუცილებლად მივუბრუნდები. ზუსტად ვიცი, რომ წლების შემდეგ მეტი გამოცდილებით სულ სხვანაირად დავინახავ.
თავის დროზე ამ წიგნით გამოწვეული ემოციები სულ მემახსოვრება, ამიტომ არ შემიძლია, არ გირჩიოთ.
Profile Image for Gia Jgarkava.
441 reviews44 followers
November 18, 2018
წიგნები (რომლებიც წაკითხული მაქვს) შეიძლება დავყოთ 3 კატეგორიად: 1. ყველაზე დიდი ჯგუფი - რომლებსაც კითხულობ გონებით და კითხულობ მხოლოდ გონებისთვის (გონებაში ემოციებიც შემყავს, იმიტორო რა სხვაობაა რო?) 2. შეუდარებლად პატარა ჯგუფი წიგნებისა, რომლებსაც კითხულობ გონებით, მაგრამ იცი რომ მარტო გონებისთვის არაა (აქაა უფრო აი "სულიერ ლიტერატურას" რასაც ეძახიან, წმინდა წიგნები, etc) და 3. და მიზერული რაოდენობა წიგნებისა, რომლებსაც კითხულობ გონებით და კიდევ რაღაცით რაღაცასშვრები პარალელურად, კითხვის პროცესშივე.

ხოდა აი ქარავანი მესამე კატეგორიის უიშვიათეს წიგნებს ეკუთვნის, რომელზეც რამის დაწერა წარმოუდგენელია ფაქტიურად თუ გინდა გადმოსცე ზუსტად ის რაც განიცადე თუ რაღაცა ქენი. ისე, რაღაცით კამიუს "შავი ჭირი" გამახსენა, მაგრამ ეს ჯობია imho.
Profile Image for Ani Kakhidze.
4 reviews1 follower
October 13, 2018
ერთი წიგნის დატოვების უფლება , რომ მქონდეს ამას დავიტოვებდი და ათაჯერ წავიკითხავდი
August 26, 2022
ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, უბრალოდ შედევრია და აუცილებლად წასაკითხი.
March 26, 2020
" არსებობა ურთიერთობებია. არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობა და ადამიანიც გაქრება. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. "

ასეთი წიგნი ჯერ არ წამიკითხავს! საოცარი წერის მანერა... ყველას გირჩევთ ამ გენიალურ ნაწარმოებს.
Profile Image for Oto Bakradze.
549 reviews37 followers
February 3, 2022
მახსოვს რამდენიმე ხნის წინ ქართველი მწერლის ეგზისტენციალურ რომანს ვეძებდი. 👍
მაგარი პერსონაჟები ჰყავს წიგნში. განსაკუთრებით სამსონისა და გედეონ რევიას დიალოგებმა მოიტანა რწმენასა და ქრისტეზე. 5/5
Profile Image for Salomé McSmith.
20 reviews1 follower
March 23, 2015
ქარავანი, ჩემთვის კი "საქართველოს მგზავრები", ძალიან მომეწონა, ეგზისტენციალური, მატერიალისტი, "უღმერთო" გედეონით, მოქადაგე და ბოლოს "გაფრენილი" სამსონით, ჩვენნაირი, აბელისნაირი ტიპებით და სხვა ძალიან ქართული ხასიათებით სავსე. ადამიანებს ხომ გვიყვარს საკუთარი თავის დადებით ტიპაჟად წარმოდგენა. ამიტომაც თავს უფრო აბელს მივამსგავსებთ, ვიდრე კაკოს, თეიმურაზს, ან თუნდაც ბატონ ვიქროტს.
ჩემი აზრით ქართველები ძალიან ვგავართ ძველ ებრაელებს, მუდამ რელიგიაზე მოყაყანეებს, ცხოვრების აზრის მაძებრებს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ვართ ისეთი ტიპებიც (უფრო იშვიათად), რომლებიც კამიუს ვაღიარებთ და ვამბობთ, there is no God, არავითარი მისია არ გვაკისრია, ამიტომ საკუთარი თავი ზუსტად რომ შენად გეყუდნის და აქედან უნდა გამოძერწო შენი მორალიც, ფასეულობებიც და ღირსებაც, შენივე ექსპერიმენტებით.
ჩემი აზრით, უაღრესად აქტუალური წიგნია.
გარდა ამისა, ქარავანის კითხვის დროს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჯემალ ქარჩხაძე უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევს ისეთ დეტალებს, რაც ხშირად ბავშვობაში ხდება და მერე დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ეს დეტალები სულ უმნიშვნელოა, მაგრამ კითხვის დროს რომ აღმოაჩენ, შეიძლება სახტად დარჩე იმდენად ნაღდია.
მე სწორედ ამ პატარ-პატარა დეტალ���ბმა მომხიბლა, რომლებიც მარგალიტებივითაა გაბნეული წიგნში. განსაკუთრებით მომეწონა "მამის ხატი", რომელიც ახლობლების თქმით დიდი ვაჟკაცი იყო (აბა რას იტყვის თავმოყვარე ქართული ოჯახი), მაგრამ აბელმა მეხსიერებაში ვაჟკაცი და ღვინისა და გამოუცვლელი წინდების მჭახე სუნი ერთმანეთს ვერ შეუთავსა. არადა ამაზე ლაპარაკი იცის, რომ არ მოსულა. პატარა ექსპერიმენტატორი ხომ სულმთლად ჩასაყლაპია. რადგან ახლომახლო არავინ ყავს "ჭკუის დამრიგებელი" თვითონვე უწევს ექსპერიმენტების ჩატარება. თუმცა სწორედ ამაშია ცხოვრების მთელი ხიბლი. შენს საკუთარ ექსპერიმენტს მიაგნო და და შენს ტყავზე გამოსცადო.
ამიტომ, როცა ჩვენი სამსახურეობრივი თუ "სალონური კარიერა" დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, და ვაიდა ჩვენ-ჩვენ ქალბატონ სალომეებს ნატიფ თუ კეხიან ცხვირებზე თითი მივაჭირეთ და პი-პიი ვაძახებინეთ, არ დაგვავიწყდეს, რომ სამსონი ჩვენთვის ერთხელ უკვე გადაფრინდა, აბელმა ჩვენს მაგივრად გაუვალი გზებით იარა, გედეონმა კი უგემრიელესი ყავა მოადუღა და გველის საინტერესო საუბრის გასაბმელად.
1 review8 followers
August 15, 2013
ეს არის წიგნი,რომელიც აღწერს ადამიანის დანიშნულებას და ზოგადად მისი ცხოვრების არსს.მართლაც რომ ასეთი წიგნი ჯერ არ წამიკითხავს,აბელის ცხოვრებისეული გზა ბევრისთვის შეიძლება მაგალითადაც იქცეს,ბევრსაც კი მსოფლმხედველოვას შეუცვლის.
ჩემი აზრით ყველამ,ვინც საკუთარ მე–ს ეძებს,აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.
P.S. პირადად მე,დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩ მისი წაკითხვის შემდეგ.
Profile Image for ჟუ.
20 reviews2 followers
March 3, 2015
წიგნი ადამიანის დანიშნულებაზე, მიზანზე, აღიარებაზე, ზოგადად ცხოვრებაზე ძალიან საინტერესო პერსონაჟებით და დიალოგებით
ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და ბევრსაც აღმოგაჩენინებს
აუცილებლად წასაკითხია
Profile Image for Lily Saladze.
45 reviews3 followers
November 8, 2019
38-ში ცალ ფეხზე მდგომი და ხანაც ჰაერში გამოკიდებული რომ ხარ და მაინც ვერ ანებებ თავს-ისეთი წიგნია❤️
თუ თქვენს გონებაში კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები-წაიკითხეთ 💛
Profile Image for Liko.
127 reviews4 followers
December 1, 2022
დიდი ხანი წიგნის სიუჟეტს არ ავუტირებივარ. ზოგადად ეს ჩემთვის არც ისე ხშირად ხდება. მაგრამ თუ ვინმე მოახერხებდა ამას, ნამდვილად ჯემალ ქარჩხაძე და მისი კალამი.
ქარჩხაძე გენიალურია!
ქარჩხაძე შეუდარებელია!
ქარჩხაძეს ბადალი არ ჰყავს!
სამყაროს არცერთი ვარსკვლავი არ მენანება ამ წიგნისთვის.
მიყვარს!
"საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა."

June 11, 2023
ქართველი ერის, როგორც ფენომენის, კარგად გაანალიზებისთვის იდეალური წიგნია. უფრო მეტად გაფიქრებს ერის მანკიერ თვისებებსა და ნაკლოვანებებზე.
" ..(ადამიანის) ჭეშმარიტი დანიშნულება არის თავგანწირვა, საკუთარი თავის სრული გაცემა.."
მგონია, რო მხოლოდ ეს ფრაზა აჯამებს მთლიანი წიგნის არსს.
ჩემთვის ქარჩხაძის წიგნებიდან "ქარავანი", "იგის" შემდეგ, მეორეა, რაც წავიკითხე და შემიძლია ვთქვა, რომ ავტორს ადამიანის, როგროც ინდივიდის, ჩამოყალიბებისა და თვითშემეცნების სტადიების დახატვა უშეცდომოდ გამოსდის.
სულ რომ არაფერი, მხოლოდ დიალოგების გამო ღირს ამ წიგნის კითხვა, სრული ბუნებრიობით არის დაწერილი და ბევრი ფიქრისკენ გიბიძგებს.
პ.ს ვთვლი, რო მაინც, მხოლოდ და მხოლოდ, გედეონისა და სამსონის საუბრები წევს ამ წიგნს იმ დონეზე,რა დონეზეც არის. Hence 4/5
Profile Image for Saba Amiridze.
43 reviews47 followers
August 26, 2017
სიტყვები არასდროს არაა საკმარისი ქარჩხაძის წიგნების შესაფასებლად.
Profile Image for Nino Meladze.
449 reviews13 followers
November 15, 2023
ცოტა მისტიური თან რეალური წიგნია. ადვილად იკითხება და ინტერესი განსაკუთრებით პირველი 75% ძალიან მაღალია.
ბოლოსკენ ცოტა დავიბენი იმიტომ რომ ვერ გავიგე რაღაც გადახვევბი და თითქოს ის ინტერესი და მოლოდინი რაც თავიდან იყო გამიბათილდა.
მაგრამ წიგნის სიძლიერე იკაშია რომ
ბოლოს რაღაც ძლიერი და შთამბეჭდავი მაინც დამრჩა
Profile Image for Lia .
9 reviews
March 23, 2021
როცა წიგნებზე საუბარს ვიწყებთ ხოლმე, ყოველთვის არის ერთი გამორჩეული წიგნი, ავტორი თუ ნაწარმოები, რომელმაც დიდი რევოლუცია მოახდინა ჩვენზე, ხოდა ასეთი წიგნია სწორედ ჯემალ ქარჩხაძის "ქარავანი" ^__^

კითხვის დასაწყისიდან მთავარ გმირთან ერთად გადიხარ მისი ცხოვრების ყველა ეტაპს და ფიქრობ 7 წლის აბელის მსგავსად ჩვენც გვიფიქრია არაერთხელ ჩვენი ცხოვრების მთავარ შტრიხებზე, ჩვენი როგორც ადამიანის არსზე და გონებისა და სულის ჭიდილზე, თუმცა ექსპერიმენტები არ ჩაგვიტარებია თავის დროზე ალბათ, თორემ იმ ზოგასაკაცობრიო კითხვას, თუ რატომ არ შეგვᲘძლია ადამიანებ სივრცეში დაბრუნების მსგავსად, დროშიც დავბრუნდეთ უკან, ჩვენც გავცემდით პასუხს.. პასუხს რამდენად იპოვით არ ვიცი, მაგრამ აბელის მსგავსად თქვენც გაგიჩნდებათ კითხვები რა არის ადამიანის დანიშნულება? რატომ ბრუნდება ადამიანი ყოველთვის უკან ? რის მიხედვით აგნებს იმას, რაც ,,საკუთარის“ სახელითაა ცნობილი? (საკუთარი სახლი, მიწა, ქვეყანა) რატომ სულ პირდაპირ არ მიდის? რას ეყრდნობა მისი ეს არჩევანი? რამდენად ძლიერია უკანდაბრუნების მიდრეკილება? არ შეგვიძლია გადავლახოთ ეს მიდრეკილება და მთელი სიცოცხლე ვიაროთ წინ, ერთი მიმართულებით?
როგორ და რა გზა უნდა გავიაროთ რომ საბოლოო სახე მივიღოთ როგორც პიროვნებამ და ინდივიდმა ? სწორედ ამ მარტივი კითხვებით ვიწყებთ მოგზაურობას აბელთან ერთად, მასთან ერთად ვიზრდებით, ვვითარდები და ყველა მის ემოციას ვიზიარებთ, მასთან ერთად ვფიქრობთ და ვიღებთ ცხოვრების გამოწვევებს. კითხვის პროცესში, აბელს კი არა მეც მომიკვდა მეგობარი, იმდენად ჩემი "მეგობარი"-ვით გავიცანი, დავიახლოვე და დავაკავშირე მოვლენები რელაობას.. ასევე მთელი ნაწარმოების მსვლელობისას ჩემდაუნებურად ვფიქრობდი, აბელს კაენიც უნდა ჰყოლოდა მეთქი, თუმცა, მალევე აღმოვაჩინე, რომ აბელი მარტო არ არის, მას საუკეთესო ძმა - კაენი ჰყავს ცხოვრების სახით, რომელმაც ბიბლიური კაენს არ ჩამორჩა და ცხოვრების ყველა ეტაპით შეახსენა მისი "ხელით" სიკვდილის სიცხადე..
ასევე მთელი ნაწარმოების კითხვის პროცესში ჩვენც, მკითხველები ვუბრუნდებით საკუთარ თავს და აღმოვაჩენთ, რომ დღევანდელი დღე წარსულია და მისი განმეორება შეუძლებელია, თუმცა წარსულის სიცხადეს ვერსად ვერ გავურბივართ, მიუხედᲕად იმისა, რომ წარსულის განმეორებისა და ნახვის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, რადგან "წარსული ისეა ჩვენ უკან ჩამწკრივებული და გაშეშებული, როგორც კადრები კინოფირზე" და როდისმე, როცა "სიკვდილის ზარი რომ ჩამოჰკრავს და ამ სოფლიდან აყრის ნიშანი მოგვეცემა", მხოლოდ მაშინ გაიშლება ეს ფირი ერთხელ და დიდი სისწრაფით " გავირბენთ უკან, გავივლით ჩვენი წარსულის კადრებს და იქ დავბრუნდებით, საიდანაც წამოვედით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება და თუ ამის შემდეგ კიდევ გავიშალეთ, უკვე სხვა ფირად გავიშლებით.." შეუძლებელია აბელის ერთად შენც არ გაგიელვოს მთელმა განვლილმა ცხოვრებამ წაᲛᲘთ და ვიდრე სხვა ფირად გავიშლებოდეთ, მანამდე რა არის ის, რასაც შეუძლია შენი ცხოვრება შეცვალოს და თავდაყირა დააყენოს, ან პირიქით "ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას თუ შეუძლია თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს" ?? სიყვარული, რომელიც ურთიერთობის საწინდარია, რისთვისაც არსებობაა საჭირო, რადგან "არსებობა ურთიერთობებია, არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათები მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს სულის მეტი. სული კი რასაც გვეუბნებიან, თუ სიმართლეს გვეუბნებიან, სიცოცხლესა და სიკვდილს მიღმა დგას და, ამდენად, მატერიალური პასუხისმგებლობა არ აკისრია.."

რჩევა: თუ თქვენს გონებაში გაცილებით მეტი კითხვებია, ვიდრე პასუხები, მაშინ ეს წიგნი წაიკითხეთ, აუცილებლად წაილითხეთ !!
Want to read
June 22, 2017
შემოქმედება საკუთარი თავის გამომზეურებაა, ოღონდ, როდესაც შემოქმედმა, საკუთარი თავი რომ თოკზე გამოჰკიდა, ქვემოთ მაყურებელი შენიშნა , შეცბა და ამ " საკუთარ თავს" შელამაზება დაუწყო: წარბები გამოიქნა, თვალები მინაბა , ბზარები საგოზავით ამოივსო, გაცრეცილი ადგილები გაიფერადა, ნიღაბი გაიკეთა და თვალში ნაცარი შეგვაყარა, ამით ვიღაც-ვიღაცეები კი მოატყუა, მაგრამ შენ რას მოგატყუებს!შენ სიყალბეს რომ ამჩნევ შუბლს იჭმუხნი, ყველაზე საინტერესო ( და ცოტა სასაცილოც კი) ის არის, რომ შემოქმედმა მშვენივრად იცის, შენ ვერ მოგატყუებს და მაინც ვერ უძლებს ცდუნებას , რომ არ იკეკლუცოს და თავი იმაზე უკეთესი მოგაჩვენოს ვიდრე სინამდვილეშია.ცდუნებას ვერ უძლებს , თორე ისე შემოქმედის მიზანი პატიოსანი და კეთილშობილურია : თავისი სისხლი გაჩვენოს და მასში შენი სისხლი დაგანახოს.
Profile Image for Kristina.
221 reviews9 followers
January 30, 2023
უთვალავი მკერდის აღწერის და ქალური საწყისების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებების მიღმა არის ისეთი რამ ქარჩხაძეში რაც დროს უსწრებდა. არცერთი მისი ნაწარმოების ფინალი არ მახსოვს, როგოც თვითონ ამბობს მისასვლელი გზა უფრო მნიშვნელოვანია ალბათ და მეც ვეთანხმები.
Profile Image for Kaimu.
40 reviews30 followers
April 6, 2015
3.5ს დავსწერდი, მარა სადაა :v 7/10
16 reviews
May 17, 2019
გავგიჟდი... გადავირიე ისე მომეწონა.ისეთი წიგნია ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს. ჩემი აზრით ერთი წაკითხვა არ ყოფნის ამ წიგნს და თუნდაც 50ჯერ რომ წაიკითხო მაინც ახალს აღმოაჩენ....
"ადამიანებს არ შეუძლიათ კერპისა და მაგალითების გარეშე ცხოვრება."
"ეგებ სიყვარული,უბრალოდ,ბნელში სჯობს,ვინაიდან ჭკუის ლამპარმა,ვინ იცის,ისეთი რამ გაანათოს,პირველი ჩრდილი სწორედ სიყვარულს დასცეს."
"თქმა სირცხვილია უთქმელობა კი დანაშაული!!!! "
"ღმერთები ყოველ კაცს თავის ბედს თავისივე ხელით აჭედვინებენ."
"დემოკრატია ყველაფრის ათქვეფას და არევას როდი ნიშნავს,რაც არ უნდა ფართო იყოს დემოკრატია,ქუჩა მაინც ქუჩაა,ოჯახი ოჯახია და საზოგადოება საზოგადოებააა."
" საქართველოს სადღეგრძელო არის სუფრული პატრიოტიზმი, რომელიც ქართველებს სახელს გვიტეხავს. აღმოსავლეთში კი მიაჩნიათ, რომ თუ გინდა ღმერთი იხილო და მასთან მეზობლური ურთიერთობა დაამყარო, როგორც ზოგიერთებმა დაამყარეს, ხშირ-ხშირად უნდა იმეორო მისი სახელი. თუნდაც მექანიკურად, მაგრამ უნდა იმეორო. ამ თვალით თუ შევხედავთ, საქართველოს სადღეგრძელო სუფრული პატრიოტიზმი კი არა, ლოცვაა. სუფრაზეც თუ არ ვახსენეთ სამშობლო, შეიძლება სულ დაგვავიწყდეს და გზაში რომ შეგვხვდეს, ვეღარც კი ვიცნოთ."
"ჩვენ არც ისე ზნემაღალი ერი ვართ,რომ გენიოსი ვშობოთ და არც ისე ზნედაცემული ერი ვართ,რომ მაცხოვარი ვშობოთ. "
"უნდობლობა კაცის ბუნებააა. "
"არც ერთი ხელსაყრელი შემთხვევა გამოუყენებელი არ უნდა დატოვოთ"
"ყველა რომ ზნემაღალი იყოს,აბელ,არავინ ლოთობდეს,ქუჩაში არავინ არწყევდეს,არავინ ქურდობდეს,არავინ ცრუობდეს,სიგარეტსაკ კი არავინ ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად ვიქცეთ,ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისაგან."
Profile Image for Tebro Pkhikidze.
118 reviews1 follower
October 28, 2021
ძალიან დიდი და ღრმააზროვანი წიგნია. ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანია და ალბათ, ქარჩხაძის საუკეთესო ნაწარმოებიც. აბელის და გედეონის დიალოგები დაუვიწყარია. თუნდაც, ეს რად ღირს:

"თევდორე მღვდელი და რუსთაველი არ განსაზღვრავს ერის სახეს. ერის სახეს ვანო როსტიაშვილი და კაკო ორჯონიკიძე განსაზღვრავს. პოეტი, შესაძლებელია, უკეთესი ლექსით იზომებოდეს, მაგრამ, ერი-უარესი შვილით იზომება. სანამ ვანო როსტიაშვილი ოთხზე დგას, იმის ილუზიას ნუ შეიქმნით, რომ თქვენ გამართული დადიხართ. მართალია, ამ ბოლო ხანებში ჩვენი ვანო გარდაიქმნა, ჰალსტუხი შეიბა და ცხვირი მაღლა ასწია, მაგრამ, ეს ჩვენი არტისტიზმის გამოვლენაა და ორი თვეც არ გავა, რომ ისევ ოთხზე დადგება. რაც შეეხება რუსთაველს-რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია. ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ? - სამაგიეროდ, რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ? - სამაგიეროდ, რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბ��ჩავდით? - სამაგიეროდ, რუსთაველია ამაღლებული. კიდევ ხომ არ დალევთ ყავას?
-არა, გმადლობთ. - აბელი დატუქსულივით გრძნობდა თავს.
-თუ მოგინდეთ, არ მოგერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ყავის მომზადება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. - გედეონი სავარძელში ჩაჯდა და აბელიც მიიწვია. - დაჯექით და ნუ მოიღუშებით. პროგრესი მაშინ დაიწყება, როცა ჩვენ უვარგისობას შევიგნებთ.. თუკი პროგრესი სულიერსა და ზნეობრივ სფეროში ��აერთოდ შესაძლებელია."

შედევრია.
July 10, 2023
საკუთარი ავტოპორტრეტის შექმნაში, ამ ნაწარმოებმა, მრავალი ახალი მონასმის დატოვების პერსპექტივა მომცა. ეს არის წიგნი ჩემზე, შენზე, პეტრეზე, პავლეზე, ყველაზე ერთად და ცალ-ცალკე აღებულზეც. თითოეული პერსონაჟის ხასიათებსა თუ ქმედებებში, ჩვენ ვპოულობთ საკუთარი პიროვნების რაღაც მარცვალს, რომელიც ზოგჯერ აღგვაფრთოვანებს, ზოგჯერ კი გვრთგუნავს, რადგან სააშკარაოზე იქნა გამოტანილი მიჩქმალული ნაკლი და შემდეგ განსჯილი და გაკრიტიკებული. შეუძლებელია ქარჩხაძის ნაშრომს გურგლიად შეხვდე, რადგან ავტორმა თითქოს ზუსტად იცის ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ასპარეზზე გამოაქვს საკითხები, რომლებზეც შესაძლოა გიფიქრია, თუმცა გედეონისა და სამსონის დიალოგები გაიძულებს პრობლემას მრავალკუთხედის თითოეული კუთხიდან შეხედო. სწორედ რომ სულიერი საზრდოა ეს წიგნი, რომელიც ყველა ღირებულებასთან ერთად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მკვეთრად აღიბეჭდება ჩვენი ცხოვრების ფირზე, რომელსაც ერთ დღეს მექანიკოსი ხელს აუშვებს, კადრები კი წამში გაივლის, მოგვაგონდება ალბათ ეს წიგნიც, მაშინაც ვიგრძნობთ სულის სრულყოფას. შემდეგ კი იქ დავბრუნდებით, საიდანაც წამოვედით.
Profile Image for Nato Kontridze.
19 reviews
December 26, 2017
.*
კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არ აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებელი თბილი ღიმილით იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს, შესაძლებელია უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს, როცა საქმეშ ფარგალი სახაზავი, ფარგალი და გონება ჩაერევა.

*
ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში.

*
ჩვენ თუ პერსონაჟები არა ვართ, ვითომ ვარსებობთ? არსებობა ურთიერთობებია, არც მეტი არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათი მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი.
Profile Image for Salome Nodia .
80 reviews7 followers
August 3, 2019
ჩემთვის ჯემალ ქარჩხაძე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მწერალია, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი "ქარავანი" იმედს არ გამიცრუებდა. ამ ნაწარმოებსაც გამოარჩევს საოცარი წერის მანერა და დიალოგები, "ადამიანური" პერსონაჟები და საუკეთესო დასასრული!

"ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი. მემუარების ერთადერთი ღირსება გულახდილობაა. ამას თუ მივაღწევ, იქნებ ვინმეს მართლა გამოადგეს. მე თვითონ მაინტერესებს, როცა ყველაფერი დაიდება სასწორზე, რა დარჩება ჩემგან."
Displaying 1 - 30 of 45 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.