კი, ნამდვილად ხუთივე ტომი წაკითხული მაქვს 😑 სხვათაშორის ამოუსუნთქებლად წავიკითხე და ღამეებიც გავათენე. და სხვათაშორის თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს წიგნიც ქურდული სამყაროს რომანტიზებას ეხება, წიგნი კარგად აღწერს 90-იანი წლების ეპოქას, ცხოვრებას, უსამართლობას და ფაქტობრივად იმას, რომ არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით. პ.ს. მე თუ მკითხავთ, ახალგაზრდებმა სჯობს არ წაიკითხონ, ვიდრე წაიკითხონ, რადგან კიდევ ვერ გამოვდივართ ქურდული სამყაროს კლანჭებიდან და არაა საჭირო გარდატეხის ასაკში ქურდებზე გარომანტიზირებული წიგნის კითხვა, როცა უკვე ჩამოყალიბებული აზროვნება გაქვს, მაშინ იკითხე რამდენიც გინდა!