Jump to ratings and reviews
Rate this book

არასერიოზული კაცი

Rate this book
„არასერიოზული კაცი“ – ამ სათაურითაა ცნობილი საინტერესო, დასამახსოვრებელი ფილმი. სურათი თუმცა კამერულია და სოციალური ასპექტი წინა პლანზე არ არის წამოწეული, მთავარი პერსონაჟების, მამა-შვილის ცხოვრების კიბეზე ჩამოქვეითება, ფილმის საერთო ფონი, სწორედ ჩვენი ყოფის მოუწყობლობასა და სიდუხჭირეზე მიუთითებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი და აღსანიშნავია ამ პერსონაჟების დაუვიწყარი მომხიბლაობა, მათი ირონიული, ხშირად ხუმრობანარევი, თითქოს აგდებულიც კი, მაგრამ ყოველთვის სითბოთი, ყურადღებითა და თანალმობით გამსჭვალული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. აღსანიშნავია როგორც სცენარის, ასევე ფილმის სადა, მიმზიდველი, ხშირად ნახევარ ტონებით აღბეჭდილი სტილი. ბევრ რამეს მაყურებელი თავად უნდა მიხვდეს, ჩაწვდეს არსებობის თავსა და ბოლოს. და ეს საინტერესო და ღირებულია.

186 pages, Paperback

First published January 1, 2014

Loading interface...
Loading interface...

About the author

Erlom Akhvlediani

6 books13 followers
a well-known Georgian writer and scriptwriter, Erlom Akhvlediani graduated from Tbilisi State University in the faculty of history in 1957 and passed higher educational courses at the All-Union State Institute of Cinematography in Moscow. During 1962-1999 he wrote the scenarios for nineteen well-known films and starred in four movies. From 1965 to 1992 he was a member of the Scenario Comittee of Kartuli Pilmi (Georgian Film) Studio. Akhvlediani played a major part in Georgian intellectual life as a writer of film scripts. But along with his extremely successful career in screenwriting Erlom Akhvlediani authored three novels and numerous short stories, which already are regarded as Georgian Classic. His works are translated and published in English, German, Russian, Armenian, Czech, Hungarian and Arabic. Erlom Akhvlediani received the USSR State Prize and several literary prizes, the Literary Award SABA for the Best Novel of 2011 among them.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2011 in category the best novel for Mosquito in the City
USSR State Prize for Artistic Work

დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99), არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ,უნგრულ და არაბულ ენებზე. არის სსრკ პრემიების ლაურეატი.

გამოცემული წიგნები:

ზარმაცი თაგუნას ამბავი (1971)
ვანო და ნიკო
ზარმაცი თაგუნას ამბავი და სხვა მოთხრობები, გამომცემლობა "Link", ილუსტრაციები კოტე სულაბერიძისა, 2007
კოღო ქალაქში გამომცემლობა "სიესტა"

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
10 (38%)
4 stars
13 (50%)
3 stars
2 (7%)
2 stars
1 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
August 24, 2016
ფილმი არის ალბათ ერთ–ერთი საუკეთესო თავის ჟანრში და შესაბამისად სცენარიც (რომელიც ფილმს ერთი–ერთში მიჰყვება, ან პირიქით) მშვენივრად იკითხება.. თუმცა გია ფერაძე მაინც სულ სხვაა და მის გარეშე უბრალოდ ნორმალურად ვერ აღიქვამ თუნდაც პირველწყაროს..

ეს კი საუკეთესო სცენა, რომელიც მთლიანად ფერაძის იმპროვიზაციის შედეგია :3
https://www.youtube.com/watch?v=ixuTD...
December 11, 2021
"არასერიოზული კაცი" ხომ თავისთავად არაჩვეულებრივია, თავისი ტრაგიკომიკური შინაარსითა და მსუბუქი თხრობის სტილით, მაგრამ აუცილებად იმსახურებს აღნიშვნას წიგნში შესული დანარჩენი ორი მცირე ზომის ნაწარმოებიც, როგორც ერთგვარი იგავი ჰუმანურობასა და სიკეთეზე. თუკი "არასერიოზული კაცი", მიუხედავად მისი სიმსუბუქისა, ძალიან ყოფით, რეალურ სამყაროს გვიხატავს, დანარჩენ ორ ნაწარმოებს ("ყველი და პური" და "ბაბუა და შვილიშვილი") ზღაპრის სამყაროში გადავყავართ, მოქნილი მეტყველებითა და კალამბურებით გვხიბლავს.
Profile Image for Nino Giorgadze.
71 reviews15 followers
August 3, 2023
“ბაბუა და შვილიშვილი” ყველაზე კარგი იყო.
Profile Image for Ezekia.
184 reviews8 followers
Read
February 1, 2021
წიგნიც მშვენიერი, და ფილმიც-თავისი გია ფერაძით.

მსუბუქად იკითხება. და მსუბუქად ვიგებთ თავისებური, სხვანაირი კაცის ცხოვრების დრამას და სიმძიმეს.
Profile Image for Natalie.
19 reviews5 followers
May 23, 2021
ძალიან მსუბუქადაა აღწერილი ტრაგიკომედია კაცის, რომელიც ცხოვრებაში რაღაცას, ვიღაცას ელის.

ფაქტია კონკრეტულად გია ფერაძისთვის ყოფილა შექმნილი ეს პერსონაჟი. გენიალურად ასრულებს თავის როლს.
Profile Image for Oto Bakradze.
549 reviews37 followers
December 7, 2021
კიდევ კარგი რომ არასერიოზული კაცის ეკრანიზაცია გაკეთდა და ისე არ ჩაიკარგა ეს ნაწარმოები. ❤️
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.