Jump to ratings and reviews
Rate this book

სვანური სიმღერების კვალდაკვალ

Rate this book
წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც დავით წერედიანმა შეკრიბა და თარგმნა. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანის შესავალი წერილი: ”სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის...”

108 pages, Paperback

Published January 1, 2015

Loading interface...
Loading interface...

About the author

Davit Tserediani

12 books3 followers
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

„დავით წერედიანი 1963 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა, 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წერედიანის სახელი მის კონგენიალურ თარგმანებთან არის გაიგივებული. მის მიერ უბადლო ქართულით არის ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების „ზღაპრები“, რომლის გარეშეც ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა. „ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749 – 1832) თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. მისი ექვივალენტის შექმნას ისეთივე ტიტანური შრომა სჭირდება, როგორც ავტორისა."

2017 წლის 30 მაისს, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე დავით წერედიანს გადაეცა გოეთეს ინსტიტუტის და DVV International-ი “გივი მარგველაშვილის სახელობის” პრემია ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
7 (70%)
4 stars
3 (30%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Ivva Tadiashvili.
248 reviews6 followers
November 25, 2022
საოცარი სიმღერების კრებულია, წერედიანს დიდი ღვაწლი აქვს ქართულ პოეზიაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ. და ვის უნდა გაეცოცხლებინა ძველი სვანური სიმღერები თუ არა მას. და ეს მას ძალიან კარგად გამოუვიდა. საოცარი კულტურა აქვთ სვანებს, მისტიკური და მკაცრი. "თამბმა" მოახდინა დიდი გავლენა, დღემდე მომყვება, ძალიან შთამბეჭდავი ლექსი იყო. თან სვანეთში გვარები ასეთი მნიშვნელოვანი რომ არის, ვეფხვის მოკვლას ერჩივნა მთელი თავისი გვარი ამოეწყვიტა. ეს ძალიან მკაცრი და თან საოცრად ლამაზია. სხვებიც მაგარი ლექსები ქონდათ, ზოგგან ჩანდა ქალებისმიმართაც ეს სიმკაცრე და ყველაფრის მიმართ. და ეს სვანური მისტიკა, ყვავები და მუდმივი ბრძოლა სხვა გვარებთან. ძალიან ლამაზი პატარ პატარა მომენტები იყო რისი გაზიარებაც კიდევ მინდა, მაგრამ გუდრიდსისთვის ბევრია
Profile Image for Mindia Arabuli.
Author 1 book66 followers
January 30, 2020
ასეთი კარგი რამე წამიკითხავს ძალიან ცოტა :დ
Profile Image for Tebro Pkhikidze.
118 reviews1 follower
November 20, 2022
ამ ლექსების ნაწილი ზეპირად ვიცოდი, ზოგი მათგანი ახლაც მახსოვს <3 "თამბი", "ბეთქილ", "ირინოლა" - ხალხური პოეზიის შედევრებია. ��უმცა, თავად დავით წერედიანის წვლილიც განუზომელია. მისმა მაღალმა გემოვნებამ და დიდმა ნიჭმა ლექსების თარგმანებს განსაკუთრებული ლირიზმი შესძინა.

სოფელში ჩადი, მონადირევ, გლოვის ამბავი ჩაიტანე:
დედაჩემს უთხარი, მონადირევ-შავად შეიღებოს თავმანდილი
მამაჩემს უთხარი, მონადირევ-საკურთხი სუფრა გამიმზადოს,
ძმებს უთხარ-ზარით წამასვენონ, მგლების ლუკმად ნუ დამაგდებენ,
დებს უთხარ-თალხით შეიმოსონ, მოიკვეცონ დალალ-კავები,
თამარს, ჩემს სატრფოს, ასე უთხარ-ჩუმ-ჩუმად მაინც დამიტიროს,
დამინთოს ცრემლის კელაპტარი, სულეთის გზები ჩამინათოს..
Profile Image for NaphTa.
6 reviews
March 12, 2024
სვანური პირქუში და მჭექარე მუსიკალური დიალექტი საუცხოოდ ისმის. სამყაროს ეთამაშება, თუკი რამე ხმა არსებულა ყველას სიხშირე დროსა და სივრცეში თუ უდროობასა და უსივრცობაში ყავს ერთხმად გამოჭერილი, ამიტომაა ასეთი ავთენტური და ჭეშმარიტად ემოციური.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.