Jump to ratings and reviews
Rate this book

ლექსები, წერილები, დღიურები

Rate this book
ტერენტი გრანელის თხზულებათა მეორე ტომში ლექსებთან ერთად შეგიძლიათ წაიკითხოთ პოეტის დღიურები და მეგობრებისადმი მიწერილი პირადი წერილები. როგორც პოეტურ, ისე პროზაულ ნაწერებში იკვეთება ერთი და იგივე სახე - სევდიანი, ხელმოკლეობისა და ავადმყოფობისაგან გატანჯული პოეტი, რომელიც ლექსებს შეხიზვნია, ლექსებია მისი ერთადერთი იმედიც და დროებითი სიმშვიდის ნავსაყუდელიც.

159 pages, ebook

Published January 1, 2011

Loading interface...
Loading interface...

About the author

Terenti Graneli

8 books4 followers
Terenti Kvirkvelia (Georgian:ტერენტი კვირკველია), well known with his pen-name Terenti Graneli (Georgian:ტერენტი გრანელი)(1897–1934) was a noted Georgian poet. Born in Tsalenjikha, he was raised in the family of poor peasant. After graduating primary school in his native village in 1918 he continued studying at the short courses organized by Shalva Nutsubidze in Tbilisi. He had several jobs including a worker at the railway station, and clerk at the newspaper. Graneli published his first verses in 1918. His collection of poems "Memento mori" appeared in 1924. From the beginning of 1928 Graneli's health worsened and he died in 1934.

His works include poems, essays. His letters to his sisters are also well-known.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (33%)
4 stars
4 (66%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Elene Kokora.
16 reviews
February 29, 2024
ჩემს გეოგრაფიის მასწავლებელს ეზიზღება ტერენტი გრანელი. ღონისძიებაზე მინდოდა მისი რომელიმე ლექსის წაკითხვა ან თუნდაც წერილი წამეკითხა, ან მისი მიჯნურის სახე ვყოფილიყავი და ლამაზად, რომ ვთქვა დამიწუნა. მიზეზი, კი ის გახლდათ, რომ ტერენტისთვის მეტად მხიარული და პოზიტიური ვჩანდი, მის თვალში.
არ ვიცი, მართლა, რატომ მომწონს ტერენტის ლექსები ასე და რატომ ვიჩენ თავს სასოწარკვეთილ, სევდიან თინეიჯერად მაგრამ “ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.”
ამ კაცის სიტყვები თითქოს ყველაფერი ახლოს არის და ყველა ლექსში სადაც მის გრძნობებზე საუბრობს, იქაც სადღაც ჩემზეც იძახის სათქმელს. ზოგადად ხომ რთულია ყველაფერი თქვა სიტყვებით და ყველა შენი გრძნობა გამოხატო, ტერენტი კვირკველიასთვის, მხოლოდ სიტყვებს შეეძლოთ ნამდვილი გრძნობის გამოხატვა.

ეს ლექსი შენთვის გულია.
უკვე ამწვანდნენ ფოთლები
და უკვე გაზაფხულია.🌷
Profile Image for Gia Jgarkava.
441 reviews44 followers
March 9, 2017
პრინციპში უფრო წერილებისა და დღიურების ხათრით დავიწყე ამის კითხვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ 90% ლექსებია, 2 ცალი საგაზეთო წერილია და დღიურები, რომლებიც პრინციპში ლექსები უფროა.

რაც შეეხება ლექსებს, პირველად წავიკითხე ტერენტი გრანელის იმინა წიგნი და არა ცალკეული ლექსები და კი, ნამდვილი პოეტია, საქართველოსთვისაც კი იშვიათი ნიჭის და ზოგიერთი ლექსი გენიალური შედევრია! მაგრამ გალაკტიონთან მისი შედარება მაინც არ შეიძლება. აღვნიშნავ - არ ვგულისხმობ ტერენტი გრანელის საკუთარ შედარებებს გალაკტიონთან - ეგ მათი პირადი პოეტური ამბავია რაღაც, რას გაუგებ :)

ტერენტი გრანელი მაინც ხშირად ერთფეროვანია, ის, რაზეც მაგრად წერს და რითიც აღწევს პოეტურ ექსტაზს, სულ ერთიდაიგივეა - სიკვდილი, სამარე, სასაფლაო, გრიგალი, სიშავე, სევდა. ასევე ამ შემთხვევებშიც კი აი ზემოთნახსენები პოეტური ექსტაზი მაინც რაღაცნაირი მოკლეა და მალე გადის. მოკლედ, ესაა რუსთაველის კლასიფიკაციით სადღაც პირველი და მეორე ტიპის შაირობის შორის. ანუ ვერც მთლად

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი

მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა

კიდე ერთიც: დღიურში უწერია - მომესმა როგორ თქვა ერთმა ქალმა "საწყალი ტერენტიო". მართლაც, საწყალი ტერენტი - და საერთოდ საწყალი ყველა პოეტური სული, რომელსაც 20-30-იანებში მოუწია ცხოვრება ადამიანურ სხეულში, სსრკ-ს ცის ქვეშ.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.