Jump to ratings and reviews
Rate this book

ჩინური დღიური

Rate this book
კოკა არჩვაძის „ჩინური დღიური“ შორეულ ქვეყანაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ძმის მოსაძებნად წასულ ქართველი ახალგაზრდა კაცის ამბავს გვიამბობს. გამომძიებლის უჩვეულო ამპლუაში შემთხვევით აღმოჩენილი ირემაძე ცდილობს, დროის მცირე მონაკვეთში დაადგინოს, სად შეიძლებოდა გამქრალიყო უმცროსი ძმა, რომელიც, როგორც მისივე დღიურიდან ჩანს, უკვე დაკარგულად გრძნობდა თავს.

101 pages, Paperback

First published January 1, 2019

Loading interface...
Loading interface...

About the author

Koka Archvadze

3 books1 follower

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (6%)
4 stars
14 (22%)
3 stars
26 (42%)
2 stars
12 (19%)
1 star
5 (8%)
Displaying 1 - 13 of 13 reviews
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews19 followers
January 6, 2021
ანოტაციამ შეიძლება მკითხველი დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ საქმე დეტექტივთან აქვს. ან იქნებ მეც გამომედავოს ახლა ვინმე, დიახაც, დეტექტივიაო. სიმართლე ისაა, რომ ორ პლანში გაშლილი მცირე ამბავია, იდეაში, დროის ასევე მცირე მონაკვეთის, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟის დღიურის გავლით და მეორე პერსონაჟის ასოციაციებით ორივე პერსონაჟის - ორი ძმის მთელ იმ ცხოვრებაზე გვექმნება წარმოდგენა, რომელიც წიგნში აღწერილი სულაც არაა.

მომეწონა ავტორის გადაწყვეტა, სანდროს დღიურების მოულოდნელ შემოსვლებზე თხრობაში მაშინ, როცა მკითხველი შეიძლება სულაც არ ელის ამის. ისიც დასაფასებელია, რომ დღიურის ენა და დანარჩენი სიუჟეტის თხრობის ენა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს დამატებით საშუალებას იძლევა, ყოველგვარი აღწერების გარეშე მიხვდე, თუ რა საერთო და რა განსხვავება აქვთ ძმებს, ან სანდროს და ქალაქს, ან სანდროს და მეგობრებს, ან სანდროს და მთლიანად ცხოვრებას.

თავის მხრივ, ცალკეულ მონაკვეთებში ზოგჯერ ენა გამაღიზიანებელია, რადგან ჩინეთზეა საუბარი და ამ დროს ყურში მჭახედ გხვდება სიტყვები მისტერ ან სტრიტი. კი, ჰონგ-კონგი გაცილებით უფრო ჰგავს დასავლეთს, ვიდრე დანარჩენი ჩინეთი და ეს მაშინ, როცა უკვე მთლიანად ჩინეთი ემსგავსება და ერგება დასავლეთს, მაგრამ მაინც. სტრიტის მაგიერ ბევრად უფრო ბუნებრივი იქნებოდა ქუჩა წერებულიყო ან, ბოლოს და ბო��ოს, ქუჩა - ჩინურად, რომ ბოლომდე ჩინეთში ვყოფილიყავი მე, როგორც მკითხველი და არა სადღაც უცებ ლონდონში.

გარდა ამისა, კარგი ამბავია და გაცილებით უკეთეს ისტორიად შეიძლებოდა ქცეულიყო, რომ არა ამდენი დრაგები. მიუხედავად იმისა, რომ ირემაძეს პერსონაჟი მთლიანად ამ გზითა აწყობილი და სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, თავში აზრადაც არ მომდის, მაინც მგონია, რომ ძალიან გაცვდა უკვე დრაგების თემა და აღარც რომანტიულია, აღარც მისაღები და აღარც არ მისაღები. არაფერი აღარაა ტექსტის გაფუჭების გარდა.
თუმცა ძალიან მომწონს სანდროს დღიური, სანდროს მოგონებები, სანდროს განცდები და ლექსები.
(და კიდევ უფრო მეტად განვიცდი ამას, იმის ფონზე, რომ ჩემი დღიურებიც ჩინეთში დარჩა და მეც ჩინურ დღიურებად მოვიხსენიებ მათ.)

ირემაძეს ჰაერში გამოკიდებული ფინალური შეკითხვა კიდევ მთელს წიგნს ჩინეთიდან ქართულ რეალობაში აბრუნებს, სადაც ყველაზე მთავარია, რას იტყვი სახლში, რას ეტყვი შენებს და რას იტყვის ხალხი.
ამის ფონზე მეთევზედ ქცეული სანდრო და მისი მოღიმარი ცოლი კიდევ უფრო ლამაზი ჩანს.
Profile Image for Tanano Gurgenidze.
40 reviews7 followers
April 9, 2020
ერთი ცუდი თვისება მაქვს, წიგნში რომ ნაბოზარს ვკითხულობ გული მიცრუვდება ყველაფერზე.

მომეწონა, რომ პატარაა და დიდი დრო არ დავხარჯე. ამასთან, ჩემი აზრით, ორი ვარსკვლავის წიგნია მაგრამ ქართველებმა ერთმანეთის გატანა ვიცით.
Profile Image for Nika Vardiashvili.
251 reviews24 followers
April 26, 2020
ძალიან ლამაზი კარგად შეკრული მოთხრობა. ერთი ამოსუნთქვით იკითხება(მართლა). სადღაც კაიაკატასა და ჰენგოვერს შორის გადის ტექსტის ნაწილი, მაგრამ ისე გარდაიქმნება ეს ყველაფერი ურბანულ სილამაზედ, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებ. ლამაზია ლექსები, ჩინური დღიურად და ლამაზია დასასრულიც, ძალიან ლამაზი. აღფრთოვანებული და გაკვირვებულიც კი დამტოვა.
და ყდაც უნდა ვახსენო, ყდაც იმდენად ლამაზი და მინიმალისტურია, როგორც მოთხრობა!
Profile Image for Lizi Tkeshelashvili.
31 reviews1 follower
January 30, 2020
იმის გათვალისწინებით რომ ერთი ამოსუნთქვით, მარტივად და სწრაფად წასაკითხი წიგნია, მომეწონა. დიდ აღტაცებას ვერ იწვევს, მაგრამ მაინც კარგია.
Profile Image for Dimitri Shiukashvili.
75 reviews5 followers
January 9, 2020
საერთო ჯამში კარგი იყო, ყველა ლექსი და ყველა მინიშნება დღიურიდან. ფინალიც დამაკმაყოფილებელი, სტანდარტული და კლასიკური იყო.

Update: ეხლა გამახსენდა 2019ის ამბების გადახედვისას, რომ ეს მოთხრობა იყო ყველაზე პოეტური და არაკლასიკური ჩემთვის. კინოს სოუჟეტს გავდა, კარგი კინოს სიუჟეტს.
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book66 followers
September 3, 2019
არაფერი არ დამიტოვა საერთოდ. არანაირი ემოცია არ აღძრა: არც ემპათია, მთავარი გმირის დაკარგული ძმაც ვერ შევიცოდე და ვერც ავნერვიულდი მასზე.
Profile Image for Ana.
29 reviews
June 27, 2021
ორი, მაგრამ სანდროს ლექსები მართლა კაი იყო
Profile Image for Mikheil Samkharadze.
226 reviews33 followers
July 15, 2021
საინტერესოდ არის აწყობილი მთელი წიგნი. მომეწონა აწმყოს, წარსულის და დღიურის ჩანაწერების მოზაიკური წყობა. მთელი წიგნის წაკითხვა ღირდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო წინადადებამდე მივსულიყავით. როგორ ზუსტად აღწერს ჩვენი საზოგადოების ყოფას ეგ ბოლო შეკითხვა.
Profile Image for Simindi.
15 reviews
April 2, 2024
პატარა წიგნია და სწრაფად იკითხება. მომეწონა მაგრამ დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა
Profile Image for Goga Saparashvili.
24 reviews9 followers
September 17, 2019
ისეთი წიგნია, დიდი ხნის უკითხაობის მერე რომ უნდა წაიკითხო, მარტივი, პატარა, რო დაჯდები და ბოლომდე ჩაიკითხავ და ფინალი ❤️
Displaying 1 - 13 of 13 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.