Jump to ratings and reviews
Rate this book

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2005

Rate this book
კრებულში შესულია 2005 წელს ქართულ ლიტერატურულ პრესაში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან შერჩეული 15 საუკეთესო მოთხრობა. თითოეული მათგანი ამავე დროს არის ნომინანტი პრემიისა "წლის საუკეთესო მოთხრობა", რომელსაც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" წელს უკვე მეორედ გადასცემს სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს.

წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: ნიკუშა ანთაძე - "რამდენიმე ერთი გაკვეთილი"; პაატა ბერიკაშვილი - "არა იპარო!"; თეონა დოლენჯაშვილი - "ექსპედიცია"; ანა კორძაია-სამადაშვილი - "ისტორიული მეხსიერება"; ირმა მალაციძე - "მაკოს მზითევი"; აკა მორჩილაძე - "სიკვდილი, ქალაქი"; მარიანა ნანობაშვილი - "მესიჯი არსაით"; ზაალ სამადაშვილი - "სანდრო კანდელაკის ჩექმა"; ირმა ტაველიძე - "კონფლიქტის ზონა"; დავით ქართველიშვილი - "ციყვი"; ეკა ღაღანიძე - "კვირაში სამჯერ"; ნუგზარ შატაიძე - "ტრეფიკინგი"; გელა ჩქვანავა - "ბრილიანტი"; ბესო ხვედელიძე - "სოფელი პატივა"; კოტე ჯანდიერი - "გლობალიზაცია".

251 pages, Paperback

First published January 1, 2006

Loading interface...
Loading interface...

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (25%)
4 stars
1 (25%)
3 stars
0 (0%)
2 stars
2 (50%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Geørge.
71 reviews
April 20, 2021
შემთხვევით ნაპოვნი და აქაურ პლატფორმამდე მოტანილი წიგნის ამბავი. არ ვიცი რისი ბრალია, რომ 2000-იანების დასაწყისში მოკლე მოთხობები არ იწერებოდა, თუ პრესამდე ვერ მიდიოდა, ფაქტია რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კრებულია, რაც წამიკითხავს.

აკას მოთხობა ტიპური აკაა და მანდ ბევრი კომენტარის გაკეთება არაა საჭირო. ანა კორძია-სამადაშვილის მოთხრობა საკმაოდ პროგნოზირებადია, მაგრამ მაინც კარგად იკითხება. ხვედელიძის მოთხრობა მანამდე მქონდა წაკითხული და მეორედ ისე საინტერესო აღარ იყო, როგორც თავის დროზე...

ჩემთვის, ეს კრებულ კოტე ჯანდიერის "გლობალიზაციამ" გადაარჩინა, მასტერკლასია მოკლედ მოყვე ამბავი ისე, რომ ზუსტად წარმოიდგინო მთელი საუკუნე ერთი კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული სოფლის ჭრილიდან. ზედაპირული წარმოდგენით ვიცოდი რომ ეს მოთხრობა კარგი იყო, მაგრამ ასეთი კარგიც ნამდვილად არ მეგონა.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.