top of page

ორქიდეებს განსაკუთრებული მოვლა ჭირდებათ. ეს ტროპიკული ყვავილები ბუნებრივ პირობებში ეპიფიტები არიან, ანუ  გრუნტში კი არ იზრდებიან, ფესვებით ხეებს არიან მიმაგრებული და ყველა საჭირო საკვებ ნივთირებას ჰაერიდან იღებენ . შესდაბამისად სახლში მათ გაზრდასაც სხვანაირი პირობები სჭირდება. 

1. განათება და განთავსება..

ორქიდეასათვის კომფორტულია სახლის დასავლეთი ან აღმოსავლეთი მხარე. სადაც გაბნეული მაგრამ ბევრი სინათლე ექნება, პირდაპირი მზის სხივების გარეშე. მცენარეს ასევე არ უყვარს გადაადგილებები.  

2. ტემპერატურული რეჟიმი.

ეშინია სიცივის. სჭირდება ჰაერის მუდმივი ტემპერატურა 17-25 Cº  ფარგლებში.  ორპ[ირი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ძალიან სიცხეც აზიანებს მცენარეს.  ორქიდეი კარგი განვითარებისთვის  შეიძლება მას მოვუწყოთ ტემპერატურის დღე-ღამისეული ხელოვნური ცვლილება 3-5 გრადუსით..

3. ტენიანობა და მორწყვა..

ორწიდეა ირწყვება წყყალში ჩადების მეთოდით. ისე, რომ წყალი არ მოხვდეს ფოთლებს, მცენარის ფესვები 15-20 წუთით იება ნელთბილი წყლით სავსე წყლის პატარა ჭყურჭელში. მასშემდეგ რაც ფესვები დფერს შეიცვლიან რუხიდან მწვანე ფერზე, ამოვიღებთ ჭირჭლიდან, ზედმეტ წყალს მოვაშორებთ და ორქიდეას დავაბრუნებთ ადგილზე. და ამ პროცედურას ვიმეორებთ 2 კვირის მერე.  კარგია კვირაშ 1-2 ჯერ მისი ფოთლების ნოტიო ღრუბლით გაწმენდა. 

4. სასუქი

აქტიური ზრდის პერიოდში ორქიდეას სასუქი სჭირდება 2 კვირაშე რთხელ. სხვა დროს თვეში ერთხწელ.  გადარგვისას და ყვავილობისას სასუქს არ ვაწვდით. 

5. ყვავილობის შემდგომი მოვლა.

ყვავილობის მერე მცენარეს პირველ რიგში ჭირდება გასხვლა. როდესაც ყვავილების ღერო სულ გამუქდება და ყველა ყვავილი და კვირტი  დაცვივა, იგი ნაწილობრივ უნდა გადაჭრათ ძირიდან 2 სანტიმეტრზე. მნიშვნელოვანია გადაჭრიდს ადგილი დავამუშავოთ ცვილით, რათა მასზე არ მოხვდეს წყალი. თუ ორქიდეა გადასარგველია, რასაცც მისი ფესვების და სუბსტრატის მდგომარეობით განვსაზღვრავთ, ამას ვაკეთებთ მხოლოდ ყვავილობის დამთავრების შემდეგ. ტვავილობის პერიოდის დასრულების მერე, ირწყვება 3 კვირაში.

ორქიდეა

    მსგავსი პროდუქტები

    bottom of page