თემურ მაისურაძე

თემურ მაისურაძე

პროფესორი, პოლიტიკოსი და გამომგონებელი თემურ მაისურაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტის აფილირებული პროფესორი და საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, იგი იყო მერვე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. გარდა ამისა, მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. არის 4 სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მაღალი ტექნოლიგიების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებლია: „Innovative Breakthrough 2010” და “Innovative Breakthrough 2011” – Kiev, Ukraine.

 

იგი არის 153 ინოვაციისა და გამოგონების ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში.

 

მისი ამჟამინდელი კვლევის ინტერესებია: ელექტრონული მმართველობა; ცოდნის ეკონომიკისა და პოლიტიკის როლი საქართველოს განვითარების ფორსირებისათვის; შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური კონკურენციის პირობებში; ინოვაციების, ნოვაციებისა და რენოვაციების როლი მდგრადი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების ფორმირებაში.