საზაფხულო სკოლა | Adventure Tourism School
top of page

მიმდინარეობს გვერდის განახლება

 ვებ-ვოერ.png
მომავალ გამყოლთა სკოლა
დასაწყისი
საზაფხულო სკოლა - Summer School
საზაფხულო სკოლა - Summer School

შემოგვიერთდი

აღმოაჩინე სათავგადასავლო ტურიზმის  პროფესიული სამყაროს უსაზღვრო შესაძლებლობები.

 

კეთილი იყოს შენი მობრძანება!

საზაფხულო სკოლა - Summer School

 შექმნილია ექსკლუზიურად
VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის

მრავლობითი აქტივობები და საკვანძო სათავგადასავლო კომპეტენციები

საზაფხულო სკოლა - Summer School

სპელეოტურიზმის საფუძვლები

სპეოლეოლოგია შეისწავლის ბუნებრივად წარმოშობილ მღვიმეებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებს. ადგენს მღვიმეების წარმოშობას, ასაკს, ევოლუციას, სტრუქტურას, მორფოლოგიასა და ეკოსისტემებს. ჩვენს საზაფხულო სკოლაში თქვენ ეწვევით ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებს და გაეცნობით სპელეოლოგიის საფუძვლებს. 

საზაფხულო სკოლა - Summer School

კანიონინგის საფუძვლები

კანიონინგის გამყოლობა, გარდა ჩინებული ფიზიკური მომზადებისა და თოკებთან უზადოდ მუშაობის გამოცდილებისა, მდინარეში სიარულის, ცურვის, ჩანჩქერებთან გამკლავებისა და სხვა მრავალ გამორჩეულ უნარს მოითხოვს. ჩვენი პროგრამა/კანიონინგის კლასი  გთავაზობთ დამწყები პირებისთვის სპეციალურად ორგანიზებულ სწავლებას. მილიონობით წლის განმავლობაში მდინარეების ზემოქმედების შედეგად შექმნილ ღრმა და ვიწრო ხეობებში, პირველად მოირგებთ სპეციალურ აღჭურვილობას და გაეცნობით კიდევ ერთი უნიკალური და ამაღელვებელი სათავგადასავლო აქტივობის - კანიონინგის საფუძვლებს.

 

კანიონინგის კლასი შედგება 5 მსმენელისგან და 2 ინსტრუქტორისგან. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სკოლის ადმინისტრაცია და ინსტრუქტორები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, უშუალოდ კანიონინგის კლასის დაწყებამდე მიიღებენ გადაწყვეტილებას სწავლების ჩატარებაზე. როგორც ყველა სხვა აქტივობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი კანიონინგის კლასში  დისციპლინა და ინსტრუქტორის მითითებების ზუსტად შესრულება აუცილებელია! თოკზე დაშვების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ კანიონინგის კლასი ჩატარდება კვანძებისა და თოკთან მუშაობის სწავლების შემდგომ ეტაპზე.

საზაფხულო სკოლა - Summer School

მდინარის კვეთა

საფეხმავლო მარშრუტებზე ხშირად გვხვდება მდინარის კვეთის აუცილებლობა. ამ სიტუაციაში აუცილებელია უსაფრთხო ადგილის შერჩევა. მდინარის გადასალახად უსაფრთხო ადგილის შერჩევისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ: წყლის სიღრმე, დინების სიჩქარე და მდინარეში შესვლისა და გამოსვლის უსაფრთხო პუნქტები. მომავალ გამყოლთა საზაფხულო სკოლაში თქვენ ისწავლით მდინარის კვეთის საფუძვლებსა და მეთოდიკას.

საზაფხულო სკოლა - Summer School

საფეხმავლო ტურები

სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრია და გამყოლთა საჭიროება; საბაზისო სალაშქრო ტექნიკური უნარები და  შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა; კლიმატი და მისი გავლენა სათავგადასავლო ტურში მყოფ ადამიანებზე; გარემოზე ზრუნვა და სხვ. ეს ის საკითხებია, რომელთა სიღრმისეულად შესწავლისა და პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობა საფეხმავლო აქტივობის დროს მოგეცემათ.  

საზაფხულო სკოლა - Summer School

ველოტურიზმის საფუძვლები

ველოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დისციპლინაა სათავგადასავლო ტურიზმში. ჩვენთან თქვენ ისწავლით ველოტურიზმის საფუძვლებს, ველოსიპედის მართვას, შეკეთებასა და უსაფრთხო და კომფორტული ტურის დაგეგმვას.

საზაფხულო სკოლა - Summer School

კლდეზე ცოცვა

სხვადასხვა სირთულის კლდოვანი მარშრუტების უსაფრთხოდ დაძლევა, კლდეზე ცოცვის, ალპური და სამთო გამყოლის მთავარი მოთხოვნაა, რაც რამდენიმე წლის ინტენსიური, თანმიმდევრული ვარჯიშით მიიღწევა.

 

კლდეზე ცოცვის კლასში  თქვენ ისწავლით ცოცვის საბაზისო უნარებს: ხელებისა და ფეხების სწორად გამოყენებას და სხეულის პოზიციონირებას; ძალების შენარჩუნების მნიშვნელობას  უკან დასაბრუნებლად; ფეხების წონის სხეულზე სწორად განაწილებას, ხელების ზედმეტად დაძაბვის არიდების მიზნით; კუნთების მომზადებას ცოცვისთვის; კლდეზე დასვენებას ცოცვისთვის ძალების აღდგენის მიზნით.

 

კლდეზე ცოცვის კლასი ტარდება სპეციალურად დამუშავებულ (შესაძლო ცოცხალი ქვებისგან გაწმენდილ) უსაფრთხო კლდოვან მონაკვეთებზე, ინსტრუქტორის მიერ ზედა დაცვის უზრუნველყოფით. კლასის ყველა მონაწილე აღჭურვილია უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი დამცავი ქამრებითა და ჩაფხუტებით. ცოცვის კლასს ატარებს სერტიფიცირებული გამყოლი, რომელსაც დამატებით აქვს გავლილი კლდეზე ცოცვისა და დაცვის უზრუნველყოფის სწავლება.

საზაფხულო სკოლა - Summer School

თოკი და კვანძები

სამთო გამყოლთა და სამაშველო საქმიანობაში თოკს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, როგორც მიზნის მიღწევის, ასევე სახლში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის. არ მოიძებნება სათავგადასავლო აქტივობის მიმართულება, სადაც არ გამოგადგებათ კვანძების შეკვრისა და თოკის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენების ცოდნა - მაგ. კარვის გასაჭიმად, დროებითი თავშესაფრის ორგანიზებისთვის, საკვების შესანახად. კვანძებისა და თოკების სრულფასოვნად გამოყენების გარეშე, წარმოუდგენელია კლდეზე ცოცვის, ალპური, სამთო, სათხილამურო, კანიონინგის, სპელეოტურიზმის გამყოლის პროფესიები, რომ არაფერი ვთქვათ სამაშველო ოპერაციების ჩატარებაზე.

 

სულ რამდენიმე ძირითადი კვანძის ცოდნაა საკმარისი. თუმცა, გარდა სავალდებულო კვანძებისა, რომელსაც პროგრამის განმავლობაში შეისწავლით, ჩვენი ინსტრუქტორები გაგიზიარებენ სხვა მრავალი კვანძის შეკვრის ტექნიკას.

 

თოკთან მუშაობა უკიდურეს ყურადღებას მოითხოვს. სწავლება დაიწყება თოკის სახეობების, მათი აკეცვის, გაშლისა და შემოწმების მეთოდების გაცნობით; თოკებთან ერთად შეისწავლით უსაფრთხოების, დაცვისა და დაზღვევის სისტემებს - დამცავ ქამარს, კარაბინებს, მათი მეშვეობით უსაფრთხოდ დაშვებას დამაგრებულ თოკზე და ა.შ. თოკების კლასში 5 მსმენელი და 2 ინსტრუქტორია. კლასი ტარდება სიმულაციურ გარემოში - საშუალო დახრის უსაფრთხო ბალახიან ფერდობებზე.

ბანაკის დასასრულს კი, შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ სპეციალური კვანძების კონკურსში.

საზაფხულო სკოლა - Summer School

ღამისთევის ორგანიზება

უსაფრთხო და კომფორტული ადგილის შერჩევა  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ყველა ტიპის ტურსა თუ მარშრუტზე. მომავალ გამყოლთა საზაფხულო სკოლაში თქვენ ისწავლით საველე პირობებში ღამისთევის ორგანიზების საფუძვლებსა და მეთოდიკას.

საზაფხულო სკოლა - Summer School

ნავიგაცია

ნავიგაცია ჩვენი საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საზაფხულო სკოლაში თქვენ ისწავლით: რუკის კითხვას, კომპასის გამოყენებასა და საველე პირობებში უსაფრთხო მარშრუტის შედგენას. 

დასაწყისი
საზაფხულო სკოლა - Summer School
საზაფხულო სკოლა - Summer School

რას

მოგცემს

საზაფხულო

სკოლა?

პირველი სამუშაო 

სკოლის გავლის შემდეგ შენ გექნება ცოდნა და უფლება იმუშავო სერტიფიცირებული გამყოლის ასისტენტად მარკირებულ ერთდღიან სალაშქრო ბილიკებზე.

პროფესიული განვითარების ხედვა 

სკოლის ექსპერტები შენი ინტერესების, პრიორიტეტებისა და ტექნიკური უნარების შესაბამისად დაგეხმარებიან დაისახო სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში შემდგომი პროფესიული განვითარების გეგმა. 

პიროვნული გაძლიერება

გამყოლთა სკოლა გაჩვენებს და გასწავლის ლიდერობისა და გუნდში მუშაობის, შრომისუნარიანობისა და სირთულეების დაძლევის, გადაწყვეტილების მიღებისა და მიზნის მიღწევის უნარებს.

პროგრამის მართვა და კონცეფცია

როგორ იმართება საზაფხულო სკოლა?

ჩვენი სტრუქტურირებული პროგრამა უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა მონაწილემ შეიძინოს პროფესიული უნარები, გაიზარდოს პიროვნულად და დაეუფლოს სათავგადასავლო ტურიზმის საბაზისო კომპეტენციებს.

 

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შენ შეიძენ ისეთ არსებით კომპეტენციებს როგორიცაა: რისკების მართვა, საველე პირობებში ღამისთვისა და კვების ორგანიზება, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სტუმარზე ზრუნვა, პუნქტუალურობა, გუნდური მუშაობა და რესურსების მართვა.

 

ჩვენი საზაფხულო სკოლის გავლის შემდეგ, უკვე სექტემბრიდან, შენ შეძლებ სწავლის პარალელურად ეკონომიკური სარგებლის მიღებას საკუთარი შრომით, შენთვის ყველაზე მიმზიდველ სათვგადასავლო დისციპლინაში.

  • Instagram
საზაფხულო სკოლა - Summer School

ჩვენი გუნდი

გაეცანი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის  სერტიფიცირებულ გამყოლებს და "მომავალ გამყოლთა სკოლის" ლიდერებს.

საზაფხულო სკოლის მისია და ღირებულებები

- ჩვენ არ ვტოვებთ კვალს ბუნებაზე

- ჩვენ გვაინტერესებს, შევისწავლით და
პატივს ვცემთ ადგილობრივადათ-წესებს

- ჩვენ ვართ პროფესიონალი გამყოლები და
ვზრდით პროფესიონალ გამყოლებს

წირქვალი

იმერეთი 
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

 

ზღვის დონიდან 720 მ-ზე მდებარე საბანაკე ტერიტორია.

- შემოღობილი საბანაკე ტერიტორია;

- საფეხმავლო ბილიკები;

- მღვიმეები;

- კანიონინგი;

სოფელი ჭიათურის მინიციპალიტეტში,მდებარეობს ჭიათურის პლატოზე,ქალაქის ცენტრიდან 7კმ-ში. სოფელ წირქვალში მდინარე ბოგირის წყლის ხეობაში მდებარეობს "ბონდის მღვიმე",რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის ქვის ხანის ძეგლს,აქ აღმოჩენილია უძველესი 35 000 წლის სელის და ნართავი(ჯიხვის ბეწვის) ძაფი.ასევე სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტები. ამავე ხეობაში არის უამრავი წისქვილი,რომლის რაოდენობა 50-ს აღწევდა,ამჯერად ნახევარია შემორჩენილი. სოფელი გვიან შუა საუკუნეებში წარმოადგენდა იმერეთის მეფის საზაფხულო რეზიდენციას.სოფლის განაპირას ციხისწყლის ხეობაში მდებარეობდა წირქვალის ანუ ტურის ციხე. რაც შეეხება სხვა გეოგრაფიულ მახასიათებლებს,სოფელი საშუალოდ მთაგორიანია,აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებისთვის,საწალიკის მთამდე, რომელიც ზემო იმერეთი-რაჭის გამყოფი ქედია. საფეხმავლო ბილიკი მხოლოდ 17 კილომეტრია. გზად გაივლით ულამაზეს პანორამულ ხედებს,"მიწაძიგძიგას ტბას" და "ქვაყუნტიას" მოქანავე ლოდს, რომლის მსგავსი საქართველოში მხოლოდ ორია დაფიქსირებული.ასევე შესაძლებელია წრიული მარშრუტის გავლა,საწალიკიდან კიბიას ბილიკის გავლით,რომელიც ზედა ჭალოვანში ეშვება.

საზაფხულო სკოლა - Summer School

მასპინძელი

ვალერი ჭიტაძე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წირქვალის საზაფხულო ბანაკში. 

მარშრუტი 1 /
მუაში - ჯვრის უღელტეხილი
მარშრუტი 2 /
წირქვალი - თლუღი
მომავალ გამყოლთა სკოლა
04:30
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საზაფხულო ბანაკები
01:56
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საზაფხულო ბანაკები
00:45
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საზაფხულო ბანაკები
00:47
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
01:03
ონის მუნიციპალიტეტი
00:51
მარტვილის მუნოციპალიტეტი
01:18
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
02:18
დაფინანსება

დაუფინანსე საზაფხულო
სწავლება მომავალ ლიდერებს!

მიიღე მონაწილეობა პროფესიონალი კადრების აღზრდაში.
გახდი მომავალი სათავგადასავლო გამყოლის სწავლის თანადამფინანსებელი!

გამყოლთა საზაფხულო სკოლის ორგანიზაციული ხარჯების უდიდესი ნაწილი უზრუნველყოფილია სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის, მისი პარტნიორებისა და USAID "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" მიერ.

 

ამავდროულად, პროგრამის მდგრადობისა და მონაწილეების ლოგისტიკური ხარჯების უზრუნველსაყოფად, თითოეულ მონაწილეს გასახდელი ექნება 500 ლარი. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ინდუსტრიული პარტნიორები განიხილავენ გამორჩეული კანდიდატების გადასახადის თანადაფინანსების შესაძლებლობას. რეგისტრაციის ფორმის შესაბამის სექციაში, გთხოვთ მიუთითო მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა.

კანდიდატებო

მოხარულები ვართ, რომ დაინტერესდი გამყოლთა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით და გადაწყვიტე გადადგა პირველი ნაბიჯი პროფესიული გამყოლობისკენ. 

 

შენ უფლებამოსილი ხარ შეავსო ეს კითხვარი თუ ხარ 14 + წლის და/ან ხარ აქტიური VIII - XII კლასის მოსწავლე. 

 

გთხოვ წინამდებარე კითხვარი შეავსო ყურადღებით, გამოიყენო მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართო უფროსებს. თუ რომელიმე კითხვაზე არ გექნება პასუხი, გრაფაში ჩაწერე "არ მაქვს პასუხი". საზაფხულო სკოლაში შენი მიღების შესახებ შეტყობინებას მიიღებ უმოკლედ დროში. გისურვებთ წარმატებებს! მომავალი შეხვედრის იმედით - გამყოლთა საზაფხულო სკოლის მასწავლებელთა გუნდი.

მშობლებო და მზრუნველებო

წინამდებარე აპლიკაცია შევსებული უნდა იქნას დაინტერესებული მონაწილის მიერ - საჭიროების შემთხვევაში თქვენი დახმარებით. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ კითხვარის ბოლო გრაფას, სადაც თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვით დაადასტურებთ კანდიდატის მიერ შევსებული პერსონალური ინფორმაციის სიზუსტეს, განაცხადებთ თქვენს თანხმობას მისი გამყოლთა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის თაობაზე და თანხმობას თქვენი და არასრულწლოვანი კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ - პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა მაღალია, ხოლო ადგილების რაოდენობა - შეზღუდული, ამიტომ,  რეგისტრაციის ფორმის შევსება არ ნიშნავს, რომ კანდიდატი ავტომატურად ჩაირიცხა პროგრამის მსმენელად! აპლიკაციების მიღების შემდეგ,  სკოლის ექსპერტების გუნდი სათითაოდ განიხილავს მათ და შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომელთა ასაკი, რეგიონალური წარმომადგენლობა, გამოცდილება და რაც მთავარია - მოტივაცია ამ მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად შეესაბამება 'სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის" პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს. 

 

გამყოლთა საზაფხულო სკოლის ორგანიზაციული ხარჯების უდიდესი ნაწილი უზრუნველყოფილია სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის, მისი პარტნიორებისა და USAID "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" მიერ. ამავდროულად, პროგრამის მდგრადობისა და მონაწილეების ლოგისტიკური ხარჯების უზრუნველსაყოფად, თითოეულ მონაწილეს გასახდელი ექნება 500 ლარი. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ინდუსტრიული პარტნიორები განიხილავენ გამორჩეული კანდიდატების გადასახადის თანადაფინანსების შესაძლებლობას. შესაბამის სექციაში, გთხოვ მიუთითოთ მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა.

 

გამყოლთა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის კანდიდატს ესაჭიროება აღჭურვილობა. შესაბამის სექციაში გთხოვთ მიუთითოთ ჩამონათვალიდან რა სახის აღჭურვილობა გააჩნია კანდიდატს.

 

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები და მათი მშობლები/მზრუნველები მიიღებენ შეტყობინებას მეილით და სმს - ით აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე და ტელეფონის ნომერზე, სადაც მითითებული იქნება ღია კარის დღის თარიღი და დრო შერჩეული კანდიდატებისთვის და მათი მშობლების/მზრუნველებისთვის. ღია კარის დღეზე განხილული იქნება გამყოლთა საზაფხულო სკოლის პირობები (ჩატარების ზუსტი თარიღები, ლოკაცია, აღჭურვილობის ჩამონათვალი და ა.შ.)

Anchor 1
რეგისტრაცია
bottom of page