in

ყველაზე „ინსტაგრამ-მეგობრული“ სამზარეულო ლონდონში

Banner M2
Banner M2

სამხრეთ ლონდონში მდებარე ამ საოცრად მომხიბლავი სახლის მარმარილოთი და მწვანე კაბინებით აღჭურვილმა სამზარეულომ ინსტაგრამზე წარმოუდგენლად დიდი თაყვანისმცემლების რაოდენობა დააგროვა. მათთვის, ვისთვისაც ინტერიერის დიზაინი პროფესია ან, სულაც , ჰობია, ეს სამზარეულო ნამდვილ ტრენდულ სამოთხეს წარმოადგენს.

 

ლონდონის ცნობილი პეკჰემ რაის პარკის წინ მდებარე ამ სახლის სამზარეულოში ფუფუნება და ბოჰემა ერთმანეთს ერევა და ინტერიერში იდეალურ ნაზავს ქმნის. თუმცა ყველაზე მთავარი, რაც სამზარეულოს გამორჩეულს ხდის, ის ინდივიდუალური შტრიხებია, რომლებიც ოთახს მისმა პატრონებმა შესძინეს.

დაახლოებით 310 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლი 1845 წელს აშენდა ვაჭრის მიერ, რომელიც ლონდონის ცენტრში მუშაობდა, თუმცა გარეუბანში, ხეების გარემოცვაში სურდა დიდი რეზიდენციის აშენება.

 

შენობის დანარჩენი ნაწილებიც ისეთივე მომხიბვლელია, როგორც სამზარეულო. სახლს თავისი პარკინგის ადგილი აქვს გამოყოფილი რამდენიმე მანქანისთვის, რაც ლონდონში წარმოუდგენელი იშვიათობაა. სახლი აღჭურვილია ორმხრივი ექსტერიერითა და ორი მომიჯნავე მისაღები ოთახით, რაც მთლიანობაში უნიკალურ და კლასიკურ შენობას ქმნის.

ამჟამად სახლი გასაყიდად არის გამოტანილი და მისი ღირებულება 2,8 მილიონ ფუნტს შეადგენს.

 

ფოტოები:Roy Brooks

ეკომეგობრული ფერმის სახლი ოქსფორდშირში

Les Domaines Ott Château de Selle – ღვინის მარანი ტარადოში