შაქრო კალაშოვის ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია

შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ზღულაძის თქმით, ეს არის ხანგრძლივი პროცედურა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის განცხადებით კი, ისინი ესპანელ კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობენ და აქვთ უკვე ინფორმაცია, რომ სასამართლომ კალაშოვს პატიმრობა შეუფარდა და მადრიდის ციხეშია მოთავსებული.

მისივე განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ კალაშოვის ადვოკატები გაასაჩივრებენ. ქართული მხარე მუშაობს ასევე ნარკოდანაშაულში ჩართული კიდევ ერთი პირის ნუგზარ ბოჭორიშვილის დაკავების და ექსტრადიციის საკითხზე. ბოჭორიშვილიც ესპანეთში იმყოფება.

კალაშოვი ესპანელმა სამართალდამცავებმა ქართველი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე გუშინ დააკავეს. ესპანეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩასული. შსს-მ გამოაშკარავა სქემა, რომლის მიხედვითაც კალაშოვის მფარველობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი საქართველოში სამხრეთ ამერიკიდან შემოდიოდა, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე ნაწილდებოდა.

სამართალდამცავებმა აღნიშნულ დანაშაულში ჩართული პირები საქართველოში დააკავა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია