პიკასოს ცნობილი "დონ კიხოტის" ორიგინალი თბილისში აღმოაჩინეს

პიკასოს ცნობილი "დონ კიხოტის" ორიგინალი თბილისში აღმოაჩინეს .

პაბლო პიკასოს ნამუშევრის - ~დონ კიხოტის~ ორიგინალი ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში ხელოვნებათმცოდნემ შემთხევით აღმოაჩინა.

გაზეთ ~კვირის პალიტრის~ ინფორმაციით, ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძის განცხადებით, ერთ-ერთ თბილისურ (მფლობელის სახელი და გვარი არ სახელდება) ოჯახში მისი ყურადღება პიკასოს ცნობილმა ნამუშევარმა მიიპყრო, რომელიც, ოჯახის წევრის თქმით, ასლი იყო და უცხოეთიდან ახლობელმა გამოუგზავნა.

~გამაკვირვა მოლურჯო-მომწვანო ტონალობამ, რომლის მსგავსი ~დონ კიხოტის~ გრაფიკაში ადრე არ მენახა. ნახატი გულდასმით გამადიდებელი მინით დავათვალიერე. ჩემს წინაშე ხელით შესრულებული ორიგინალი იდო~, - აცხადებს გ. ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების კვლევის, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი გაზეთთან საუბრისას. მისი თქმთ, ორიგინალი ორი ფერის ფლომასტერით არის შესრულებული: მოლურჯო-მომწვანო და უფრო მუქით, რომელსაც მხატვრები ულტრამარინის ფერს ეძახიან.

პიკასოს ეს ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ~დონ კიხოტის~ ერთგვარ მხატვრულ სიმბოლოდ იქცა დაკარგულად ითვლებოდა. ეს ნახატი 1955 წლის 10-11 აგვისტოს არის შექმნილი და ~დონ კიხოტის~ გამოცემის 350 წლისთავს მიეძღვნა. იგი მხატვარმა ფრანგული ყოველკვირეული სალიტერატურო ჟურნალისთვის (Les Lettres Francase) ცნობილმა პროზაიკოსმა და პოეტმა ლუი არაგონმა შეუკვეთა (იმ დროისთვის აღნიშნული გაზეთის რედაქტორი). გაზეთის ეს ნომერი სერვანტესის შემოქმედებას დაეთმო. ბოლო, მე-12 გვერდზე კი პიკასოს ცნობილი ნახატიც დაიბეჭდა. გრაფიკული ნამუშევარი მალე ძალიან პოპულარული გახდა, ორიგინალი კი დაიკარგა.

პიკასოს ~თბილისურ დედანს~ შეწავლა ჭირდება, რომლისთვისაც ქართველი ხელოვნებათმცოდნე ვარაუდობს, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს