ესპანეთის სასამართლომ შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის სასამართლომ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"  საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში ესპანეთის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. ესპანეთის სასამართლომ საქართველოს მთავარი პროკურატურის თხოვნა ექსტრადაციასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, კალაშოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

კალაშოვი ესპანელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს სამართალდამცავების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად უმსხვილესი ნარკოტრანზიტის კონტროლი ედება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია