სკვერებში უყურადღებოდ მიტოვებული შინაური ცხოველები შესაძლოა "საჯარიმოზე" გადაიყვანონ

სკვერებში უყურადღებოდ მიტოვებული შინაური ცხოველები შესაძლოა "საჯარიმოზე" გადაიყვანონ .

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილების შეტანა აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, სკვერებში, პარკებში, ბულვარებსა და გამწვანების სხვა ადგილებში არსებული მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება თუ განადგურება, ასევე მათ მიერ ამ ადგილების ექსკრემენტებით დანაგვიანება, მეპატრონის 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, ჯარიმასთან ერთად მეპატრონემ ზარალიც უნდა აანაზღაუროს.

იმ შემთხვევაში კი, თუ შინაური ცხოველი უყურადღებოდ იქნება მიტოვებული, მას სპეციალურ ადგილას გადაიყვანენ და პატრონს მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ დაუბრუნებენ.

სპეციალურ ადგილზე შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის თანხის გადახდაც, მეპატრონეს მოუწევს. ხოლო თუ 20 დღეში მეპატრონე ჯარიმას არ გადაიხდის, შინაურ ცხოველს გაყიდიან.

კანონპროექტი ჯერჯერობით მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტებმა განიხილეს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს