ინდოეთის მოქალაქეების მოწამვლის ფაქტით პოლიცია და უშიშროება დაინტერესდნენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს "ემერჯენსის" განყოფილებაში, ინდოეთის 3 მოქალაქე მწვავე ინტოქსიკაციით არის მოთავსებული .

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სანდო წყარომ აცნობა, მოწამლულთა შორის ორი ქალი და ერთი მამაკაცია, როლებიც კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით წუხელ მიიყვანეს.

”პაციენტები ვერ ასახელებენ, თუ რითი მოიწამლნენ. ვინაიდან ისინი უცხოელები არიან, გამოკვლევის პასუხების მიღებამდე კომენატრს ვერ გავაკეთებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით. კლინიკაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც აპირებენ მოსვლას. ვითარების გასარკვევად საქმეში უშიშროების სამსახურიც არის ჩართული”, -აღნიშნა ინფორმირებულმა წყარომ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს