თბილისიდან სტამბულის მიმართულებით დაგეგმილი ავიარესიები "თურქეთის ავიახაზებმა" და "პეგასუსმა" გააუქმეს

თბილისიდან სტამბულის მიმართულებით დაგეგმილი ავიარესიები "თურქეთის ავიახაზებმა" და "პეგასუსმა" გააუქმეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, უამინდობის გამო წუხელ, 03:20 საათზე და 03:40 საათზე, სტამბული-თბილისის რეისები ვერ შესრულდა. შესაბამისად, გაუქმდა თბილისი-სტამბულის რეისებიც.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ რეისს, სტამბულიდან თბილისში თვითმფრინავს 17:35 საათზე ელოდებიან, რომელიც თურქეთში 18:25 საათზე გაფრინდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს