სპორტის სასახლეში მეცხვარე ჯიშის ძაღლების გამოფენა მიმდინარეობს

საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სასახლეში მეცხვარე ძაღლების საერთაშორისო გამოფენა "თართი 2011" მიმდინარეობს.

გამოფენაში 100-მდე სხვადასხვა ასაკის მეცხვარე ჯიშის ძაღლი მონაწილეობს. ღონისძიებას ესწრებიან პარტნიორები - "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი ოსმან თურანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და "საქპატენტის" ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე.

მსოფლიო კინოლოგიური ფედერაციის სათავო ოფისის გადაწყვეტილებით, გამოფენას გერმანიიდან ჩამოსული არბიტრი შეაფასებს. გამოფენა საბჭოთა ხელისუფლების მიერ კავკასიურ ნაგაზად წოდებული ქართული მეცხვარე ძაღლების გადაშენებისგან გადარჩენას ეძღვნება.

როგორც საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კობა სუბელიანმა განაცხადა, უახლოეს მომავალში ქართული მეცხვარე ძაღლი ოფიციალურად დარეგისტრირდება და მსოფლიოში წარდგენილი იქნება, როგორც ეროვნული ჯიში.

"დღევანდელი დღის მთავარი მესიჯი არის ის, რომ ეს ჯიში ფიზიკურ გადაშენებას გადაურჩა და დღეს კინოლოგიის მონაცემთა ბაზაში 3 ათასზე მეტი ეგზემპლარია რეგისტრირებული", - აღნიშნა მან.

გამოფენას ასევე ესწრება კონოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს