ლალი აფციაური შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციას გამორიცხავს

ადვოკატი ლალი აფციაური ე.წ. კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის ესპანეთიდან საქართველოში ექსტრადიციას გამორიცხავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა განუცხადა, საერთაშორისო კონვენციები კრძალავს პირის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას. საქართველო კი მესამე ქვეყანაა, ვინაიდან კალაშოვის ექსტრადიცია უკვე მოხდა დუბაიდან ესპანეთში. ლალი აფციაურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ესპანეთის სასამართლოში ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით კალაშოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს მოთხოვნის განხილვა.

"მანამდე ამ საკითხს ვერანაირად ვერ განიხილავენ. უნდა გაირკვეს, იქ აქვს თუ არა კალაშოვს დანაშაული ჩადენილი, რამდენად მძიმეა და ექვემდებარება თუ არა ექსტრადიციის საკითხის განხილვას”,-განაცხადა ლალი აფციაურმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაახლოებით ორი თვის წინ განაცხადა, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა კალაშოვის ექსტრადირებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია მოსაგვარებელი.

იუსტიციის სამინისტროში ახლა კი აცხადებენ, რომ ამ საქმეში ახალი არაფერია და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

საქართველო კალაშოვის გადმოცემას საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით ითხოვდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია