"ბელა, ჩაო" - წინააღმდეგობის ჰიმნი

სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ აქციებზე ხშირად ისმის სიმღერა სახელწოდებით "ბელა, ჩაო" (Bella Ciao, მშვიდობით, საყვარელო). იტალიურ ხალხურ სიმღერას მეორე მსოფლიო ომის დროს, მოდენის მთებში წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ასრულებდნენ. "ბელა, ჩაო"-მ განსაკუთრებული პოპულარობა მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს მოიპოვა.

ის ფაქტი, რომ სიმღერას იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ასრულებდნენ, დოკუმენტურად არის დადასტურებული, თუმცა სიმღერის გავრცელების არეალი ქალაქ რეჯო-ემილიათი შემოიფარგლებოდა, რომელიც მოდენასა და პარმას შორის მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ სიმღერა სწორედ მოდენასთან ახლოს, აპენინის მთებში, ერთ-ერთმა პარტიზანმა დაწერა. მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ექიმი იყო.

ელექტრონულ ენციკლოპედია "ვიკიპედიაში" წერია, რომ სიმღერის ტექსტის შინაარსი ცნობილ იტალიურ ხალხურ სიმღერის Fior di tomba ("ყვავილი საფლავზე") შინაარს ჰგავს.

"ბელა, ჩაო" პოპულარული 1947 წელს 25 ივლისიდან 16 აგვისტომდე პრაღაში ჩატარებულ ახალგაზრდობისა და სტუდენტების პირველ საერთაშორისო ფესტივალზე გახდა. მას მატარებლით მგზავრობისას ჯერ ემილიანელები _ ყოფილი პარტიზანები ასრულებდნენ, შემდეგ კი ფესტივალის ყველა იტალიელმა მონაწილემ შეისწავლა. სიმღერა პრაღის სხვა ადგილებშიც ისმოდა.

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ხალხური სიმღერა პროფესიულ სცენაზე პირველად იტალიელმა შემსრულებელმა მილვამ და ფრანგმა მსახიობმა ივ მონტანმა შეასრულეს. შემდეგ კი არაერთმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა. კუბაში ის ახალგაზრდობის საყვარელი სიმღერა გახდა, საბჭოთა კავშირში კი ის პირველად მუსლიმ მაგომედოვმა იმღერა, 1975 წელს კი საბჭოთა კავშირში "ბელა, ჩაო" დინ რიდმა შეასრულა.

იტალიელი პარტიზანების სიმღერა 20-ზე მეტ ენაზე თარგმნეს და შეასრულეს.

ცნობილ იტალიურ სიმღერას მღეროდნენ ირანშიც 2009 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, 2011 წლის დასაწყისში კი მას ეგვიპტელი მანიფესტანტებიც ასრულებდნენ.

ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია