"კოლხი დედა" დასაწყობებულია

"კოლხი დედა" დასაწყობებულია - ასეთი პასუხი გასცა ფოთის მერმა ტრადიციულ ბრიფინგზე "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას.ცენტრალური მოედნიდან "კოლხი დედის" ძეგლი, რომელიც ფოთში ამაშუკელისა და დავითაიას თანაავტორობით, საბჭოთა პერიოდში დაიდგა, გასული წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით აიღეს.

მერის ინფორმაციით, ძეგლის დასადგმელად სამი ადგილი განიხილება, მათ შორის ფოთში შესასვლელი, ე.წ მეშვიდე კილომეტრის ტერიტორია, ნიკოლაძის სანაპირო და ნავსადგურთან, მოლოზე, საიდანაც მისი დანახვა ფოთის პორტში შემომავალ გემებს შეეძლებათ.

როგორც ფოთის მერი ვახტანგ ლემონჯავა აცხადებს, ავტორი აქცენტს ძეგლის მოლოზე დადგმაზე აკეთებს. "ნავსადგურში მეპატრონეების ცვლილებასთან დაკავშირებით, გარკვეული შეფერხებები იყო ძეგლის მონტაჟთან დაკავშირებით. ახალ მეპატრონეებთან ჯერ არ დაძრულა ეს თემა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება საუბარი ძეგლის მოლოზე მონტაჟთან დაკავშირებით და გავიგებთ მათ აზრს, ეს დამოკიდებული იქნება მათ მოსაზრებებზე. ჰიდროტექნიკური ნაგებობაა და თვითონ კონსტრუქციულადაც არ არის ადვილი ამ პიედესტალის აშენება. ჩვენი აზრით, ეს იქნება 20-22 მეტრის სიმაღლის მონუმენტი", - აცხადებს ლემონჯავა.

ძეგლის აღების მიზეზად, ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოს ღობის გაფართოება სახელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი ფოთის საკრებულომ გასული წლის 29 მაისის სხდომაზე გამოყო.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო