ფოთში შესაძლოა "რედისონი" აშენდეს

ფოთის ცენტრში, სასტუმრო "კოლხეთის" ადგილზე შესაძლოა "რედისონი" აშენდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით "კოლხეთის" მეპატრონე მოლაპარაკებებს აწარმოებს. "გარკვეული დაინტერესება გამოთქვა ჩვენს ქალაქში სასტუმროს მშენებლობაზე "რედისონმა". ეს იქნება ალბათ სასტუმრო "კოლხეთის" ადგილზე. საბოლოო გადაწყვეტილება ამ მიმართულებით არ არის, მაგრამ მოსაზრებები არის. მოლაპარაკებებს "კოლხეთის" მეპატრონე აწარმოებს", - განაცხადა ვახტანგ ლემონჯავამ.

ამჟამად სასტუმროში აფხაზეთიდან დევნილი 40 ოჯახი ცხოვრობს. შენობა ამორტიზებულია და დემონტაჟს ექვემდებარება. დევნილების განსახლება მომავალ კვირას მალთაყვაში, ახალ რაიონში მოხდება. ფოთის მერის თქმით, სწორედ ამის შემდეგ "კოლხეთის" მეპატრონე კონკრეტულ ვადებს დაასახელებს, თუ როდის დაიწყება ამ ტერიტორიაზე მშენებლობა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს