სასტუმრო "აფხაზეთი" შპს "ველაჯიომ" შეიძინა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის #25-ში მდებარე ობიექტი შპს "ველაჯიომ" შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული .

ვებგვერდის ინფორმაციით, "ველაჯიომ" ობიექტი 2011 წლის 26 ივლისს შეიძინა. გადახდილია საბანკო მომსხურების თანხაც.

მყიდველმა, ასევე, წარადგინა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის საბუთი, ნასყიდობის ხელშეკრულება და მომსახურების საფასურის 405-ლარიანი ქვითარი. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მითითებულია, რომ "ვალეჯიოს" წარმომადგენელია ლევან კალმახელიძე.

ვაჟა-ფშაველას #25-ში სასტუმრო "აფხაზეთი" მდებარეობს, სადაც ცხინვალის 90-წლების კონფლიქტის შედეგად დევნილები ცხოვრობენ.

მათი გამოსახლება უახლოეს დღეებში იგეგმება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში სასტუმროს შენობის ახალი მფლობელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გაზეთი "რეზონანსი" კი, დღევანდელ ნომერში დევნილების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს,  რომ ლევან კალმახელიძე სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის ძმაა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს